სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა დადასტურდა.გუბერნატორის მოადგილე ნინო ვიბლიანი ამბობს, რომ covid 19 მესტიაში დაფიქსირდა.
როგორც ირკვევა, ინფიცირებული ერთი ოჯახის წევრია. მათ ვირუსი ლენჯერში სტუმრად ჩასული ადამიანისგან გადაედოთ. ინფიცირებულებიდან ხუთი თბილისში გადაიყვანეს სამკურნალოდ, ერთი ქუთაისში, ხოლო 11 პაციენტის სამკურნალოდ გადაყვანა ზუგდიდისა და კიდევ სხვა კლინიკებში ახლა მიმდინარეობს.
,,რეგიონში გვაქვს კორონავირუსუის ახალი შემთხვევა. იკვეთება მესტიის მუნიციპალიტეტში ერთი ოჯახი, რიომელსაც ყავდა სტუმარი და სავარაუდოდ ვირუსი გადედოთ მათგან, ვირუსი გადაედოთ ამ ოჯახის კონტაქტებს, საუბარია სულ 17 დადატურებულ შემთხვევაზე აქედან მესტიის მუნიციპალიტეტის მკვიდრი არის 7 მათგანი.
პაციენტები მოთავსებულები არიან თბილისის და ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებებში ნაწილის, გადმოყვანა ხდება ახლა და მოთავსდებიანროგორც ზუგდიდის ასევე, სხვა კლინიკებში. მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდკვლევა და ლაბორატორიული კვლევები. დაავადებათა კონტროლის 5 ბრიგადა დღეს მთელი დღის განმავლობაში იმუშავებს სოფელში და მოხდება ყველა მცხოვრებისთვის ბიოლოგიური მასალის აღება,”- განაცხადა ვიბლიანმა.