გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის კანდიდატურას მხარს უჭერს

გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის კანდიდატურას მხარს უჭერს

პირდაპირ ვაცხადებ, ყველა პროდასავლურ კანდიდატს მხარს ვუჭერ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ზურაბ ჯაფარიძე „გირჩის“ დიდუბე-ჩუღურეთის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატურასთან დაკავშირებით დასმული კითხვის კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში მონაწილეობის მიღება ყველას შეუძლია.

„ვფიქრობ, მას შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს საერთო ოპოზიციურ გამარჯვებაში. ამაზე გვექნება მსჯელობა და საერთო პოზიციებს ჩამოვაყალიბებთ. მივესალმები, უფრო და უფრო მეტი შეთანხმებისკენ მივდივართ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარი არის, დავამარცხოთ სიღარიბე და დავიწყოთ აღმშენებლიბის პროცესი. ყველას შეუძლია ამაში მონაწილეობის მიღება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ამასთან, როგორც ვაშაძე აღნიშნავს, კანდიდატურასთან დაკავშირებით ზურა ჯაფარიძესთან ზოგადი მსჯელობა ჰქონდა.

„გვქონდა ზოგადი მსჯელობები, მაგრამ საერთო შეხვედრაზე საერთო პოზიციები უნდა გადაწყდეს“, – განაცხადა ვაშაძემ.

ზურაბ ჯაფარიძე „გირჩის“ სახელით დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში იყრის კენჭს. ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა სოციალურ ქსელში დაწერა.

Aburjga Tasmanieli რატომ დიდუბე-ჩუღურეთში, მაინცა და მაინც ყველა ეკზალტირებული (ანნა, ზურა გირჩი და ...) რატომ დიდუბეში, სადმე "პლანის" პლანტაციებია და ჩვენ გვიმალავენ?! რა თქმა უნდა დიდუბეში მარტო დეზერტირები არ ცხოვრობენ, 99% კარგი, ტრადიციული გაგების თბილისელები არიან! ნეტავ რისი იმედი აქვს?! ისე მაგ ზურა-გირჩს ჯობდა პორტლენდში (აშშ) ეყარა კენჭი. იქ გაცილებით მეტი შანსი ექნებოდა!
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli პორტლენდის მოვლენებს თვალს ვადევნებ. მიკვირს საიდან შეიყარა ერთ ქალაქში ამდენი ზურა-გირჩი??!!
4 წლის უკან