ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებზე ალექსანდრე ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80.23%-მა დაუჭირა მხარი, ხოლო მის მთავარ მეტოქეს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას - 9.9%-მა.
„ალექსანდრე ლუკაშენკომ ამომრჩეველთა ხმების 80.23% მიიღო, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ 0 9.9%. ყველა კანდიდატის წინაააღმდეგ კი ამომრჩეველთა 6.02% წავიდა. არჩევნებზე აქტივობამ 84.23% შეადგინა“, - განაცხადა ცესკოს ხელმძღვანელმა, ლიდია ერმოშინამ.
ბელარუსის ცესკოს ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ საბოლოო შედეგი წინასწარი მონაცემებისგან დიდად განსხვავებული არ იქნება.
ბელარუსში სამართალდამცველებმა საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ ქუჩაში გასული დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს. ქვეყნის მასშტაბით დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებებს ჰქონდა ადგილი.
უფლებადამცველი ორგანიზაცია „ვიასნას“ ინფორმაციით, მინსკში სამართალდამცველებსა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებების შედეგად 47 ადამიანი დააკავეს, ხოლო ბელარუსის მასშტაბით 119.
ძირს ლიბერალური ათეისტური ლგბტ დემოკრატია!