გიგი უგულავა:  საინტერესო და განსხვავებული ორთაბძოლა იქნება დიდუბე-ჩუღურეთში, ცეკას ინსტრუქტორი „ოცნებიდან“ გია ვოლსკი და ზურა ჯაფარიძე

გიგი უგულავა:  საინტერესო და განსხვავებული ორთაბძოლა იქნება დიდუბე-ჩუღურეთში, ცეკას ინსტრუქტორი „ოცნებიდან“ გია ვოლსკი და ზურა ჯაფარიძე

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში მაჟორიტარად ზურა ჯაფარიძის კანდიდატურას უჭერს მხარს და აცხადებს, რომ პარტია მზად არის ამ საკითხზე ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციისთვის.

„საინტერესო და განსხვავებული ორთაბძოლა იქნება დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში. ცეკას ინსტრუქტორი „ოცნებიდან“ გია ვოლსკი და ზურა ჯაფარიძე. „ევროპული საქართველო“ მზად ვართ ზურასთან ერთად ჩავერთოთ „დესოვიეტიზაციის“ კამპანიაში. დიხ, ზუსტად ასე იქნება, დიდუბე-ჩუღურეთში დამარცხდება მენტალურად საბჭოთა და გეოპოლიტიკურად რუსული მმართველობა. ჩვენ მზად ვართ ზურასთან ერთად ჩვენს კოლეგა ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციისთვის, რომ სწორედ ზურა იყოს ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე - წარმატება და გამარჯვება შენ“, - წერს გიგი უგულავა „ფეისბუქზე“.

პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ჯაფარიძის განმარტებით, „გირჩმა“ მაჟორიტარულ არჩევნებში ჩართვის გადაწყვეტილება თბილისის 6 ოქლის გარდა, სხვა ოლქებში ერთიან ოპოზიციურ კანდიდატებზე შეთანხმების პროცესის გართულების გამო მიიღო.

Aburjga Tasmanieli ბიჯო ცეკას ინსტრუქტორობა სალანძღავი სიტყვა გგონია?! ადრე ვინ რა იყო გაგახსენთ?! ისე გაგონილი მაქვს სანამ ბოკერიამ არ აღზარდა სათანადოდ თურმე შენ რელიგიის ისტორიის მასწავლებლად მუშაობდი, სტიქაროსანიც კი ყოფილხარ?! ღმერთი დაგმე და ბოკერია იწამე ტუ რაშია საქმე?!
4 წლის უკან