„ქართული ოცნების“ ლიდერები დღეს კახეთში ამომრჩეველს შეხვდებიან და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს წარუდგენენ

„ქართული ოცნების“ ლიდერები დღეს კახეთში ამომრჩეველს შეხვდებიან და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს წარუდგენენ

პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ რეგიონებში ამომრჩეველთან შეხვედრას და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას კახეთით იწყებს.

პირველი შეხვედრა დღეს, 11:00 საათზე თელავში გაიმართება. მმართველი პარტია თელავის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ირაკლი ქადაგიშვილს წარუდგენს.

წარდგენას ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი და ,,ქართული ოცნების“ სხვა ლიდერები დაესწრებიან.

„ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები 20 ივლისს წარადგინა.