ახალქალაქში განვითარებულ მოვლენებსა და არეულობას ადგილობრივები „სამხრეთის კარიბჭესთან“ დეტალურად იხსენებენ. დაზარალებულები ჰყვებიან, რომ მათ სახლების დაცლას, ქალებისა და ბავშვების გამოყვანას სთხოვდნენ, შემდეგ კი სახლებს ცეცხლს უკიდებდნენ.
"100 კაცი მაინც იყო, ხელკეტებით შეიარაღებულები, კარს და ფანჯრებს ამტვრევდნენ და ხანძარს აჩენდნენ, ვერავინ ეკარებოდა, ყვიროდნენ, ბავშვები და ქალები გამოიყვანეთ და გადაწვით ყველაფერიო. სამზარეულოში გაზის მილი გადაჭრეს და იქიდან გააჩინეს ხანძარი – ამბობს ადგილობრივი
ერთ–ერთი დაზარალებული მარინე ზარარიანი ამბობს, რომ მისი ორსული რძალი სახლში იყო, როცა ბენზინიან ნაჭრებს ცეცხლს უკიდებდნენ და სახლში ყრიდნენ.
"სახლში ვიყავით, გაგვაგებინეს, რომ ჩვენი სახლის დასარბევად მოდიოდნენ, ყველა გამოვცვივდით და სახლში ჩემი ორსული რძალი დარჩა. მან დაინახა როგორ ისროდნენ ქვებს, რომ ფანჯრები ჩაელეწათ, კარ–ფანჯარას ურტყამდნენ რკინის კეტებს, ბენზინიან ნაჭრებს ცეცხლს უკიდებდნენ და სახლში ყრიდნენ, სახლში ყველაფერი განადგურებულია. ჩვენ სასტუმროს მეპატრონის ახლობლები არ ვართ, უბრალოდ ჩემი შვილი ჩხუბში მონაწილეობდა" – განაცხადა ზარარიანმა.