რას სთხოვს ბაჩალიაშვილის ოჯახი პრემიერს? – “მისი შიში ექნებათ, ძალა აქვს გახარიას”

რას სთხოვს ბაჩალიაშვილის ოჯახი პრემიერს? – “მისი შიში ექნებათ, ძალა აქვს გახარიას”

ახალგაზრდა პროგრამისტის ბურუსით მოცული საქმე – თამარ ბაჩალიაშვილის მამა ფიქრობს, რომ მისი შვილის ტელეფონიდან ინფორმაცია წაშლილია. ჯუმბერ ბაჩალიაშვილის თქმით, გამოძიება საქმეზე კვალის წაშლას ცდილობს. როგორც ბაჩალიაშვილი აცხადებს, ის გამოძიებას არ ენდობა, თუმცა ნდობას უცხადებს პროკურატურას.

ბაჩალიაშვილების ოჯახი პრემიერ-მინისტრ, გიორგი გახარიას შეხვედრას ისევ სთხოვს.

“ადვოკატის გარეშე არ უნდა გაეხსნათ ტელეფონი, რაც ლეპტოპზე გააკეთეს იგივე დაგვხვდა აქაც. მანქანის თაობაზეც იმედი არ მაქვს. ყველაფერი იქნება წაშლილი, ყველანაირ კვალს აქრობენ…

მე უფრო პროკურატურას, ბატონ შოთაძეს ვენდობი. ამიტომაც ვთხოვ მთავრობის მეთაურს ჩაერთოს საქმეში, იმის შიში მაინც ექნებათ, ძალა აქვს გახარიას”, - ამბობს ჯუმბერ ბაჩალიაშვილი.