ტყიბულში მოკლული თერჯოლელი ზაურ სოფრომაძე გუშინ ნათლობაზე იმყოფებოდა. სუფრის დასრულების შემდეგ ის ტყიბულის გამოსასვლელთანმანქანაში ჩაცხრილეს.
„მე როგორც ვიცი, ნასვამი იყო თავად მოკლული და ვიცი ისიც, რომ ეს ადამიანი წარსულში ნასამართლევი იყო. ნათლობიდან რომ წამოსულა, მანქანით დადევნებიან და ეს შემთხვევა მოხდა. “- აცხადებენ „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ადგილობრივები.