„სააკაშვილს პირადი პასუხისმგებლობის ეშინია...“ - რატომ შეიტანა ექს-პრეზიდეტმა ჰააგის სასამართლოში ახალი ანგარიში აგვისტოს ომზე

„სააკაშვილს პირადი პასუხისმგებლობის ეშინია...“ - რატომ შეიტანა ექს-პრეზიდეტმა ჰააგის სასამართლოში ახალი ანგარიში აგვისტოს ომზე

„მეჩვენება, რომ მას პასუხისმგებლობის ეშინია, რომელიც შეიძლება რომ აგვისტოს ომის გამო დაეკისროს და რომლის გამოც ის უბრალოდ საკუთარი თავისა და საკუთარი პოზიციის დაცვას ცდილობს, თორემ ძალიან ბევრი და ძალიან კვალიფიციური ამგარიშები უკვე არის", - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას იურისტი და უფლებადამცველი ლია მუხაშავრია უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ ჰააგის სასამართლოში თავისი დამოუკიდებელი ანგარიშის წარდგენას.

2008 ნლის აგვისტოს ომიდან 12 წლის თავზე სააკაშვილმა ჰააგის სასამართლოში დამოუკიდებელი ანგარიში წარადგინა. მისი თქმით, ანგარიშის წარდგენა მას შემდეგ მოხდა, რაც სისხლის სამართლის დამოუკიდებელმა იურისტებმა მრვალათვიანი მუშაობის შემდეგ აგვისტოს ომის პერიოდი გამოიკვლიეს.

მუხაშავრია აღნიშნულ ფაქტს უცნაურად მიიჩნევს, რადგან აგვისტოს ომთან დაკავშირებით თავის დროზე გაკეთებული საკმაო სანდო ანგარიშები არსებობს.

„ამ ანგარიშის შესახებ მე არაფერი მსმენია, თუმცა, დამოუკიდებელი ექსპერტების ასეთი დასკვნები და ანგარიშები ჩემთვის ცოტა არ იყოს უცნაურია იმიტომ, რომ აგვისტოს ომთან დაკაშირებით ძალიან პრესტიჟული, მაღალი რეპუტაციისა და სანდოობის მქონე ორგანიზაციების ანგარიშები არსებობს, რომლებიც თავის დროზე გაკეთდა და რა თქმა უნდა, უფრო მეტად სარწმუნო, სანდო და დამაჯერებელი იყო. ახლა, როცა 12 წელია გასული, ახალი რა უნდა დაიწეროს, ჩემთვის ცოტა გაუგებარია.

„ჰააგის ტრიბუნალისთვის 12 წლის შემდეგ დაწერილი ანგარიში რატომ იქნება იმ ანგარიშებზე უფრო დამაჯერებელი, ესეც ცოტა არ იყოს ზედაპირული და არაკომპეტენტური მეჩვენება.

„სააკაშვილი პირად დაინტერესებას ავლენს. მეჩვენება, რომ მას პასუხისმგებლობის ეშინია, რომელიც შეიძლება აგვისტოს ომის გამო დაეკისროს და რომლის გამოც ის უბრალოდ საკუთარი თავისა და საკუთარი პოზიციის დაცვას ცდილობს, თორემ ძალიან ბევრი და ძალიან კვალიფიციური ანგარიშები უკვე არის, მათ შორის ტალიავინის დასკვნა, რომელიც ძალიან კვალიფიციური და ზუსტია. ამიტომ ახლა მეტს ვერაფერს ვიტყვი გარდა იმისა, რომ ჰააგის ტრიბუნალისთვის ეს ახალი არც სანდო, არც კომპეტენტური და არც დამაჯერებელი არ იქნება. თუმცა ახალსაც 12 წლის თავზე ალბათ ვერავინ ვერ დაწერს." - განაცხადა მუხაშავრიამ.