არჩილ თალაკვაძე: მშვიდობიანი, თანმიმდევრული და პრინციპული პოლიტიკით, აუცილებლად შევძლებთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას

არჩილ თალაკვაძე: მშვიდობიანი, თანმიმდევრული და პრინციპული პოლიტიკით, აუცილებლად შევძლებთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას

ქედს ვიხრი იმ გმირების წინაშე, რომელთაც სიცოცხლე გასწირეს სამშობლოსთვის. რუსეთის მხრიდან ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა და მავთულხლართების კედელი აუცილებლად დაიშლება, როგორც, თავის დროზე, ბერლინის კედელი დაიშალა, - ამის შესახებ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„მშვიდობიან, სტაბილურ, დემოკრატიულ განვითარებას, რომელსაც, ხალხის მხარდაჭერით, ჩვენი ხელისუფლება უზრუნველყოფს, ალტერნატივა არ აქვს. მშვიდობიანი, თანმიმდევრული და პრინციპული პოლიტიკით, ჩვენ აუცილებლად შევძლებთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ვინაიდან სიმართლე ჩვენს მხარესაა და საქართველოს აქვს საერთაშორისო საზოგადოების მხარადაჭერა. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ვიზრუნოთ იმ თანამოქალაქეებზე, ვინც დევნილობაშია, ვინც დაკარგეს ოჯახის ხევრები, სახლები და თავიანთ მშობლიურ კუთხეებს მოწყვეტილნი არიან“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

2008 წლის აგვისტოს ომიდან 12 წელი გავიდა.