კახა კალაძე: ოკუპაცია არის ყველაზე დიდი ბოროტება და ჩვენ არასდროს შევეგუებით ამას

კახა კალაძე: ოკუპაცია არის ყველაზე დიდი ბოროტება და ჩვენ არასდროს შევეგუებით ამას

ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ ჩვენს დაკარგულ ტერიტორიებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა. თბილისის მერის თქმით, საქართველომ ოკუპაციას განათლებით, გონიერები, ეკონომიკური განვითარებითა და წინსვლით უნდა ებრძოლოს.

„12 წელი გავიდა იმ საშინელი დღეებიდან ჩვენი ქვეყნისთვის, რომელსაც მოჰყვა უდანაშაულო ადამიანების სიკვდილი, მოჰყვა ნგრევა, ტერიტორიების დაკარგვა. ოკუპაცია არის ყველაზე დიდი ბოროტება და ჩვენ არასდროს შევეგუებით ამას. რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, უნდა ვებრძოლოთ ოკუპაციას, ვებრძოლოთ განათლებით, გონიერებით, ეკონომიკური განვითარებით და წინსვლით. ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ ჩვენს დაკარგულ ტერიტორიებს“, - აღნიშნა კალაძემ.

2008 წლის აგვისტოს ომიდან 12 წელი გავიდა.