გიორგი გახარია: თითოეული ჩვენგანის მოვალეობა და ვალია გვახსოვდეს ყველა დაღუპული და ვემსახუროთ ამ ქვეყანას

გიორგი გახარია: თითოეული ჩვენგანის მოვალეობა და ვალია გვახსოვდეს ყველა დაღუპული და ვემსახუროთ ამ ქვეყანას

უაღრესად მძიმე დღეა საქართველოს უახლეს ისტორიაში, მაგრამ ჩვენი ვალია ყველაფრის მიუხედავად პატივი მივაგოთ ყოველ დღე, არა მხოლოდ 8 აგვისტოს, ყოველ წუთს გვახსოვდეს ეს ხალხი, გმირები, - ამის შესახებ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გიორგი გახარიამ განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ტერიტორიების ოკუპაცია ქართული სახელმწიფოს ყველაზე დიდ გამოწვევად რჩება.

„საქართველომ ამ ომში ასობით მოქალაქე და ჯარისკაცი დაკარგა. ოკუპირებული გახდა საქართველოს ტერიტორიების 20% და, რა თქმა უნდა, ეს არის დღეს საქართველოს ყველაზე დიდი გამოწვევა. თითოეული ჩვენგანის მოვალეობა და ვალია გვახსოვდეს ყველა ეს ადამიანი, ყველა დაღუპული და ვემსახუროთ ამ ქვეყანას, მოვუაროთ ამ ქვეყანას, იმისთვის რომ მივაღწიოთ საბოლოო მიზანს - ქვეყნის დეოკუპაციას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და ეს იქნება თითოეული ქართველის მიზანი გამარჯვებამდე“, - განაცხადა პრემიერმა.

2008 წლის აგვისტოს ომიდან 12 წელი გავიდა.