მარი ჯაფარიძე: „მარტო ეგ შემაკავებელი ორდერია საკმარისი, რომ კაცმა თავი ჩაღუნოს, რადგან სირცხვილის ორდერი აქვს აკრული ზურგზე...“

მარი ჯაფარიძე: „მარტო ეგ შემაკავებელი ორდერია საკმარისი, რომ კაცმა თავი ჩაღუნოს, რადგან სირცხვილის ორდერი აქვს აკრული ზურგზე...“

ფეისბუქ-მომხმარებელი მარი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს:

„დღემდე არაფერი დამიწერია ბაჩალიაშვილზე, რადგან ნაადრევად გაკეთებული დასკვნები, როცა თავად არ ხარ მიმდინარე პროცესის მონაწილე, მცდარია ხოლმე...

თანაც, რომელი ერიკულ პუარო მე ვარ, რომ თავშივე გამოვიცნო დამნაშავენი...

მე მხოლოდ გაანალიზება შემიძლია, როცა საჭირო რაოდენობის ინფორმაცია მომიგროვდება...

საზოგადოება გაიყო ორ ნაწილად - რომანტიკოსები, რომლებიც თვითმკვლელობის ვერსიას ემხრობიან და სისხლიანი, იდუმალებით მოცული დეტექტივების მოყვარულნი, ვინც მკვლელობის ვერსიას ემხრობა.

ნუ, მესამე მხარეცაა, ვინც მეორე ნაწილის განშტოებად შეიძლება განვიხილოთ და მკვლელობის ფესვებს ბოროტი ოლიგარქის ოჯახში ეძებს, რომელმაც ამ საქმიდან ყურადღების გადატანის მიზნით, ბეირუთში თავისი ოჯახის კუთვნილი პიროტექნიკის საწყობი ააფეთქა...

მკვლელობის ვერსიის მომხრეები განიხილავენ გოგონას კავშირს პორნოსაიტებთან, მაღალჩინოსნების პრივატვიდეოებთან, საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომას.... და მათგან ძირითადად ისმის კითხვა - რატომ წავიდოდა თავის მოსაკლავად ასე შორს?

ამ ბრალდებებით ვითომ გულშემატკივრობენ გარდაცვლილს, არა და, სინამდვილეში მძიმე დანაშულებში სდებენ ბრალს და თან ხელს აშკარად თუ მინიშნებით სახელმწიფო სტრუქტურებისკენ იშვერენ, თუმცა არც ერთი დამადასტურებელი ფაქტი არა აქვთ... ჭორის დონეზე ვარაუდობენ...

თუ მათი ვერსია სწორია და გოგონას ხელი მიუწვდებოდა საიდუმლო ინფორმაციაზე, გამოდის, ეს ინფორმაცია ეკუთვნოდა ისეთ ხალხს, ვისაც ბევრი რამის გაკეთება შეუძლია და მათ შორის - მკვლელობის ისე დაგეგმვაც, რომ ნაკლები კითხვები დარჩენილიყო და ნამდვილად თვითმკვლელობას დამგვანებოდა ან უბედურ შემთხვევას...

ქართულ სინამდვილეშიც გვაქვს ამის უამრავი მაგალითი...

ის ადამიანები ასე უტვინოდ არ ჩაიდენდნენ მკველობას და უფრო დახვეწილ მეთოდს მიმართავდნენ...

რაც შეეხება შინიდან შორს თვითმკვლელობას, სუიციდის ბევრი შემთხვევა შეიძლება გავიხსენოთ, შინიდან შორს მომხდარი...

მაგ დროს ადამიანის თავში რა იხარშება, არავინ იცის...

საერთოდაც, შვეიცარიაში სასტუმრო არსებობს, სუიციდის მსურველთათვის...

საუკეთესო პირობებით, ხედით... საუკეთსო ვახშმით, ბოლო სურვილების ასრულებით და სასიკვდილო კოქტეილით...

ამ სასტუმროში უამრავი ადამიანი ჩადის სხვადასხვა ქვეყნიდან და ფულს იხდის ამ ყველაფერში. მინიმალური ფასი 20 ათასი დოლარიდან იწყება...

და თქვენ ფონიჭალიდან თეთრწყაროში ჩასვლა გიკვირთ.

მათი კითხვა დაახლოებით ის ვარიანტია: მდინარეში რას ხტებოდა, აბაზანაში ვერ დაიხრჩობდა თავსო?

იგივე ადამიანები, ვინც მკვლელობის ვერსიას ემხრობიან, ბრაზობენ, მამის შემაკავებელ ორდერს რას აფრიალებთო...

იმიტომ აფრიალებენ, რომ ოჯახში ასეთი დაძაბული სიტუაცია და მოძალადე მამა, დაჩაგრული დედა (დიდი ალბათობით, თამარიც გამხდარა ალბათ მამის მხრიდან ჩაგვრის ობიექტი), ფონს ქმნის საიმისოდ, რომ ადამიანს თუ თავისი პრობლემები აქვს, პლუს ოჯახში ასეთი სიტუაცია, იოლად იღებს არასწორ გადაწყვეტილებებს და არც ისაა გამორიცხული, რომ სახლიდან შორს სუიციდი ოჯახის წევრების დასჯისა და მათზე შურისძიების ერთ-ერთი მეთოდი იყოს...

თუმცა, ეს მხოლოდ ვარაუდებია და სიმართლე ალბათ მხოლოდ თვითონ და ღმერთმა იციან...

რაც შეეხება მშობლებს, ახლა არაპოპულარულ რამეს ვიტყვი: ძნელია, თავი დაადანაშაულო შვილის სიკვდილში (ნუ, რაღაც წილში), ძნელია, გაითავისო რომ ოჯახში არსებული პრობლემები დამატებითი ტვირთი იყო გოგონასთვის, თავის გასაჭირთან ერთად (რა იყო ეს გასაჭირი, ეგეც ვინ იცის), თვალი გაუსწორო სიმართლეს და იცხოვრო ამ ტვირთით და იოლია, დაადანაშაულო ვიღაც სხვა - არა აქვს მნიშვნელობა - ვინ... ასე უფრო გაუძლებენ სატანჯველს...

მარტო ეგ შემაკავებელი ორდერია საკმარისი, რომ კაცმა თავი ჩაღუნოს, რადგან სირცხვილის ორდერი აქვს აკრული ზურგზე...

იტყვით, უსამართლობას ებრძვის, მოძალადესაც აქვს მაგის უფლებაო... ებრძოლოს...

ბევრი ებრძვის უსამართლობას, მაგრამ ჟურნალისტების გარეშე...

მეც მიბრძოლია, სისხლი მიდენია ხელისგულებიდან, როცა უსამართლობისგან გულგახეთქილს ხელები მომიმუჭავს და საკუთარი ფრჩხილები შემსობია...

ბრძოლას ვინ უშლის ან დედას და ან მამას, მაგრამ ჟურნალისტების თანდასწრებით სოფელ-სოფელ სიარულს, ჯობდა, თავად წასულიყო მარტო, თუ რამის გარკვევა უნდოდა...

კამერების წინ ვინ რას გეტყვის...

ვერც კი ხვდებიან, რომ ჟურნალისტებს შოუს დადგმაში ეხმარებიან, მაგრამ ალბათ თავადაც აწყობთ ასე...

გამიგრძელდა სიტყვა და ბოლოს ვიტყვი, თვითმკვლელობის ვერსიას უფრო გამყარებული არგუმენტები აქვს, ვიდრე მკვლელობის და მაგაზეც რომ დავწერო, ძალიან ვრცელი გამოვა...

ფაქტია, გოგონას არაფერი ეშველება და ერთი ნიჭიერი ახალგაზრდით ნაკლები გვყავს, როცა შეიძლებოდა, მისი ცოდნა, ნიჭი და უნარები კარგ საქმეს მოხმარებოდა და თავადაც ბედნიერი ყოფილიყო...

ეს გოგონა რომ უბრალოდ ოფისმენეჯერი ყოფილიყო, ეს იდუმალებაც ჩამოსცილდებოდა საქმეს... ეგაა, რომ მისი პროფესია ფანტაზიის ფრთების გაშლისთვის დიდ საშუალებას იძლევა...

ნიჭიერი ადამიანები „ძნელები“ არიან, სხვანაირად აზროვნებენ, სხვანაირად უყურებენ ცხოვრებას და გადაწყვეტილებებსაც სხვანაირს იღებენ .“

amo დამაფიქრებელია
3 წლის უკან