ლიკა კაკულია: „ისევ გახარიას დავესესხები....

ლიკა კაკულია: „ისევ გახარიას დავესესხები...."

ფეისბუქ-მომხმარებელი ლიკა კაკულია სოციალურ ქსელში წერს:

„ისევ გახარიას დავესესხები და მოდით, დავიწყებ ბოდიშით

ბოდიში, იმიტომ რომ რასაც ახლა დავწერ, ვიღაცას არ მოეწონება, შესაძლოა გააღიზიანოს კიდეც და ამიტომ მარტივად, როგორც თქვენთვის არასასურველ არხზე გადართვისას ტელევიზორის სხვა არხზე გადართვას აგრძელებთ, აქაც გააგრძელეთ სქროლვა და ჩემს პოსტზე ნუ შეჩერდებით

➡️დღეს ორმა ინფორმაციამ გამოიწვია საზოგადოების დიდი ვნებათაღელვა.

➡️17 წლამდე ასაკის მოზარდის 200 ლარით, ხოლო  სამხედროების, მათი ოჯახის წევრების სწავლის საფასურის 50 %-ით დაფინანსებამ.

იმათ გეკითხებით, ვისაც ეს ორი ამბავი საქილიკოდ მიგაჩნიათ❗ იცით, რამხელა თანხაა სასექტემბროდ 600 ლარი სამ ბავშვიანი ოჯახისთვის? ყველა ვერ დადის საშოპინგოდ მილანსა თუ პარიზში და  მშობლები ლილოში მიდიან, რათა ბავშვები სასკოლოდ შემოსონ. ან იცით რამხელა შეღავათია ოჯახისთვის როდესაც  სტუდენტის ყველაზე მინიმალურ გადასახადს( კერძო და ძვირადღირებულ უმაღლეს სასწავლებლებს აღარ ვგულისხმობ).2250 ლარს გაგინახევრებენ და ვიღაც გადახდაში შეგეშველება? ყველას არ აქვს 2000- 5000 ლარიანი  და კიდევ უფრო მაღალი თვიური  შემოსავალი.

თუ ამას წინასაარჩევნო, მოსყიდვად თვლით, გააკეთონ იგივე სხვა პარტიებმაც❗

დილა- საღამოს კაი შეყვარებულივით რომ გვემესიჯება ვაშაძე -ჯუნიორი, იმ თანხით რასაც სმს ხარჯავს,  წიგნები და რვეულები  იყიდოს და ბავშვებს დაურიგოს, ხმას კი ხალხი იმას მისცემს, ვისაც საჭიროდ ჩათვლის❗

და, კიდევ ერთი როგორც ჩემმა ერთმა პატივსაცემმა ადამიანმა დაწერა, ვისაც ეს 200 ლარი გეზედმეტებათ, მიმოიხედეთ და გადაურიცხეთ იმათ, ვისაც რეალურად სჭირდებათ

პ.ს. ვიდრე პოსტს ვწერდი, ვაშაძე- ჯუნიორისგან კიდევ ერთი სმს მოვიდა.“