"ბუსა ჟვანიას მიერ გიორგი ბარამიძის გალანძღვა და ახლა უკვე ლევან თოფაძის დაჭრა არც დაუოკებელი აგრესიაა და არც ელიტარული ოჯახის გაზულუქებული შვილის თავხედობა"

ფეისბუქ-მომხმარებელი ლაშა არგვეთელი სოციალურ ქსელში წერს:

ნინო ქადაგიძე-ჟვანიას ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ბოდიშისა და გოგი თოფაძის ასევე ჩვეულებრივი თავაზიანობის მაგალითზე, მთელი სიცხადით გამოჩნდა საზოგადოების მორალური შიმშილის ის სიმწვავე, რომელიც 30 წელია თავისმომჭრელ სირცხვილად გვექცა და რომელიც ფაქტობრივად ქრონიკულ შიმშილობაში გადაიზარდა ბოლო ხანებში.

ბუსა ჟვანიას მიერ გიორგი ბარამიძის გალანძღვა და ახლა უკვე ლევან თოფაძის დაჭრა არც დაუოკებელი აგრესიაა და არც ელიტარული ოჯახის გაზულუქებული შვილის თავხედობა. ეს ფაქტები ბავშვობაში დაჩეხილი ფესვების ყლორტებია, რომლებმაც ფსიქო-ემოციური თეორიების თანახმად, ზედმიწევნით ადეკვატურად "იხარეს" და რომელთა ნაყოფიც საბოლოოდ საზოგადოებრივ რისხვაში გამოიხატება ხოლმე. რომ არა ქალბატონი ნინოს მორალური ღირებულებები და ოჯახის ინტელიგენტური სულისკვეთება, კაცმა არ იცის ეს რისხვა რაოდენ დამანგრეველ ძალას შეიძენდა იმ ბიჭუნას სულში, რომელიც მამიკოს ჩახუტებას ელოდა საღამოს და რომელსაც ყოვლად გაუგებარ გარემოებებში გარდაცვლილი მამის ცხედარი აჩვენეს მილიონობით ტელემაყურებელთან ერთად. და თან მამის მეგობრებმა გამოუცხადეს, დიდი ბოდიში, ძალიან ვწუხვართ, მაგრამ ასე მოხდა ეს ამბავი, ამ ვითარებაშიო (?!)

აი, ასეთ დაბინძურებულ გარემოში ხანგრძლივად ნაცხოვრებმა ხალხმა, რომელსაც აღმატემებული ხარისხის ნიშნად საზოგადოება ეწოდება და რომელმაც არათუ ელემენტარული კულტურა, არამედ მთელი რიგი ჰუმანური ღირებულებები სხაპა-სხუპით ვისწავლეთ ლიბერალიზმის ეგიდით ბოლო ხანებში, უცბად, ერთი ჩვეულებრივი და სრულიად მოსალოდნელი ბოდიშის გაგონებაზე ვიხუვლეთ და wow რეაქციებით გავიოცეთ ჟესტი, რომელიც ზრდილობის ინდიკატორია ოდიდგანვე.

აქა ვდგავართ და სხვაგვარად არ ძალგვიძს. ტერორი, მიუტევებლობა და ღვარძლი აქციეს ჩვენს ყოველდღიურობად თუ მედიის და თუ სახელმწიფო პოლიტიკის მეშვეობით. და როცა უარი ვთქვით ასეთ დღის წესრიგზე, სტაგნაციად ჩაგვითვალეს და გაასკეცებული ძალით ააგუგუნეს სიძულვილის პროპაგანდა. ასე რომ, აქ მოგვიყვანეს თოკით, აქ დაგვაბეს და აქ ვბალახობთ 30 წელიაწადია. არადა, მანამდე უარეს საბალახოზე ვიყავით 70 წელი. კიდე მანამდე კიდევ უფრო უარესზე მთელი 120 წელი. და კიდე მანამდე სად აღარ, რომელი ქარტეხილი არსებობს, რომელსაც ჩვენთან არ უქროლია, მაგრამ ბოდიში, მადლობა და გამარჯობა, რატომღაც მგონია, რომ ასე არასოდეს არ გვიკვირდა, როგორც ახლა.

ჯანმრთელობას ვუსურვებ თოფაძეებს და გამძლეობას ჟვანიებს. მე რომ საზოგადოებრივ ფიგურას წარმოვადგენდე, აუცილებლად დავუდგებოდი თავდებად ბუსა ჟვანიას და მივმართავდი სასამართლოს არასაპატიმრო სასჯელის თხოვნით.

amo კარგია
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli უმსგავსობაა.....
3 წლის უკან
არაგველი641 კარგი აზრია არასაპატიმრო სასჯელი
3 წლის უკან