რომან გოცირიძე: სასაცილოა, მიხეილ სააკაშვილთან უკრაინის მოქალაქეობაზე კირკიტი, ის არის საქართველოს მოქალაქეც, პოლიტიკური ცხოვრების მთავარი მოტორი

რომან გოცირიძე: სასაცილოა, მიხეილ სააკაშვილთან უკრაინის მოქალაქეობაზე კირკიტი, ის არის საქართველოს მოქალაქეც, პოლიტიკური ცხოვრების მთავარი მოტორი

მიხეილ სააკაშვილი გამოძებნის ამომრჩეველთან ურთიერთობის ფორმას, რომლითაც რეალიზებული იქნება მისი ავტორიტეტი და მისი წონა ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განუცხადა, რომელმაც კომენტარი მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე გააკეთა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი არის საქართველოს მოქალაქეც, პოლიტიკური ცხოვრების მთავარი მოტორი და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი.

„მიხეილ სააკაშილი ყოველთვის იყო მთავარი პოლიტიკური აქტორი საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. მათ შორის, იგი ყოველთვის მონაწილეობს საარჩევნო კამპანიაში. მიხეილ სააკაშვილი გამოძებნის ამომრჩეველთან ურთიერთობის ფორმას, რომლითაც რეალიზებული იქნება მისი ავტორიტეტი და მისი წონა ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში. სააკაშვილის როლი არის ოპოზიციის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი.

სასაცილოა, მიხეილ სააკაშვილთან უკრაინის მოქალაქეობაზე კირკიტი. ის არის საქართველოს მოქალაქეც, პოლიტიკური ცხოვრების მთავარი მოტორი და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი. უკანონოდ ჩამორთმეული მოქალაქეობა არარსებული სასამართლოს პირობებში არაფერს ნიშნავს. ის იქნება ჩართული ამ არჩევნებში როგორც არ უნდა ეშინოდეთ და წუწუნებდნენ „ქართულ ოცნებაში“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

გუშინ ტელეკომპანია „პირველის” ეთერში კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად განიხილონ, სააკაშვილმა თქვა, რომ „როგორ იქნება და რა იქნება, ამას გაარკვევს ქართველი ხალხი.

amo რაჭველებო არ გეპატიებათ
3 წლის უკან
mamago შენ კიდევ მოტორიანი თხა!
3 წლის უკან