"რა კომენტარი უნდა გავაკეთო, მკვდარი ვარ ადამიანი" - რა თქვეს ნინო ქადაგიძემ და გოგლა ჟვანიამ სასამართლოს შემდეგ

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ლე­ვან თო­ფა­ძის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას ვაჟს, ბუსა ჟვა­ნი­ას, წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. სა­სა­მარ­თლო სხდო­მას ბრალ­დე­ბუ­ლის ბიძა, გოგ­ლა ჟვა­ნია, დედა, ნინო ქა­და­გი­ძე და ბუ­სას დები ეს­წრე­ბოდ­ნენ. დარ­ბაზ­ში მო­სა­მარ­თლემ ოჯა­ხის სხვა ახ­ლობ­ლე­ბი არ და­უშ­ვა.

სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ნინო ჟვა­ნი­ას ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან აღარ უსა­უბ­რია. დარ­ბა­ზი­დან გა­მო­სულ­მა, მე­დი­ის შე­კი­თხვა­ზე, თუ რას ფიქ­რობ­და დღე­ვან­დელ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე, ასე უპა­სუ­ხა: "რა კო­მენ­ტა­რი უნდა გა­ვა­კე­თო, მკვდა­რი ვარ ადა­მი­ა­ნი".

გოგ­ლა ჟვა­ნი­ა­მას კი არ და­უ­მა­ლავს საქ­მის დე­ტა­ლე­ბი რომ იცის, თუმ­ცა სა­უბ­რის­გან თავი შე­ი­კა­ვა:

"ყვე­ლა­ფე­რი ვიცი, მაგ­რამ არ მი­მაჩ­ნია სა­ჭი­როდ ახლა დე­ტა­ლებ­ზე სა­უ­ბა­რი. ჯერ ბიჭი უნდა გა­მო­ჯან­მრთელ­დეს. მან უნდა და­ი­წყოს სა­უ­ბა­რი, მერე შე­იძ­ლე­ბა აზრი მი­ე­ცეს სა­უ­ბარს. და­ვე­ლო­დოთ ბი­ჭის გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას. მთა­ვა­რია კარ­გად მი­დის გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის პრო­ცე­სი, პა­ლა­ტა­შია უკვე გა­დაყ­ვა­ნი­ლი. იმე­დია, თვი­თონ მის­ცემს ჩვე­ნე­ბას და სა­ინ­ტე­რე­სოა რას იტყვის. გა­ირ­კვე­ვა ბევ­რი რამ" - განაცხადა გოგლა ჟვანიამ.