მიხეილ სააკაშვილი პრემიერობის კანდიდატად დასახელებაზე განმარტებას აკეთებს

მიხეილ სააკაშვილი პრემიერობის კანდიდატად დასახელებაზე განმარტებას აკეთებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, „ტვ პირველთან“ საუბრისას ამბობს, რომ მოვლენებს წინ არ გაუსწრებს და პრემიერობის კანდიდატად მის შესაძლო დასახელებაზე ჯერჯერობით არ ისაუბრებს.

„მე ვარ ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციის მატარებელი უკრაინაში და ამიტომ ლაპარაკი იმაზე, რომ მე ახლა ვიღაცას „შევტენო“ ჩემი თავი რაღაცის კანდიდატად – ეს სასაცილოა და დამაბნეველი. ჩვენ ამაზე კი არ უნდა ვილაპარაკოთ, იმაზე უნდა ვილაპარაკოთ, რომ საქართველო, როგორც ქვეყანა გაქრება,“ – ამბობს სააკაშვილი.

მისივე თქმით, საჭიროა სწრაფი მოქმედებები, იმისთვის, რომ არჩევნებში ოპოზიციამ „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი დაასახელოს.

„მეცინება, როდესაც ხალხი საუბრობს თანამდებობებზე, რა თანამდებობებს იყოფენ, ყველაფერი უკან მოგრჩებათ, საქართველო აღარ გექნებათ.

მე არ გავუსწრებ წინ არანაირ მოვლენებს, დრო ცოტაა, ყოველი დღე უნდა ვმუშაობდეთ ივანიშვილის დამარცხებაზე და არა იმაზე, რომ ვარჩევდეთ მეათეხარისხოვან საკითხს,“ – ამბობს სააკაშვილი.