„მინდა ოჯახს ბოდიში მოვუხადო, მერჩივნა ეს მე დამმართნოდა“ - ბუსა ჟვანიას დედის პირველი კომენტარი

„მინდა ოჯახს ბოდიში მოვუხადო, მერჩივნა ეს მე დამმართნოდა“ - ბუსა ჟვანიას დედის პირველი კომენტარი

მინდა ოჯახს ბოდიში მოვუხადო, მერჩივნა ეს მე დამმართნოდა - ამის შესახებ ბრალდებულ ბუსა ჟვანიას დედამ, ნინო ჟვანია საქალაქო სასამართლოში განაცხადა.

„მთავარია, ბავშვი გადარჩა და კარგად არის. მეორე მინდა ოჯახს ბოდიში მოვუხადო და ვუთხრა, რომ ჩემთვისაც ეს დიდი ტკივილია. თუ უფრო მეტი არა. მერჩივნა ეს მე დამმართნოდა. მესამე შემიძლია ვთქვა, რომ პასუხისმგებლობას არ გავურბივართ და ჯერ ახლა გამოვიხედეთ თვალში და ყველანი ძალიან ცუდად ვიყავით. ის რომ დამძიმდა ბრალი ჩემთვის ძალიან მძიმე იყო", - თქვა ჟვანიამ.

შეგახსენებთ, 2 აგვისტოს თბილისში, საკუთარ სახლში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი დაჭრეს.