გიორგი კახიანი: “ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არჩევნებში საერთაშორისო დამკვირვებლების მაქსიმალური რაოდენობა იყოს ჩართული”

გიორგი კახიანი: “ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არჩევნებში საერთაშორისო დამკვირვებლების მაქსიმალური რაოდენობა იყოს ჩართული”

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არჩევნებში საერთაშორისო დამკვირვებლების მაქსიმალური რაოდენობა იყოს ჩართული, – ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად პანდემიით გამოწვეული სირთულეებისა, მმართველი ძალა ყველაფერს გააკეთებს, არჩევნებში საერთაშორისო დამკვირვებლების მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველსაყოფად.

„მიუხედავად იმისა, რომ არსებობს გამოწვევა, რაც პანდემიას უკავშირდება, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმალური ოდენობით იყვნენ საერთაშორისო დამკვირვებლები არჩევნების პროცესში ჩართული და საბოლოო ჯამში, არჩევნების ჩატარების შემდგომ, მათი მხრიდან ამ არჩევნების პოზიტიური შეფასება მოვისმინოთ“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.