გოგი თოფაძე ეჭვობს, რომ ბუსა ჟვანიამ თვითდაზიანება მიიყენა

გოგი თოფაძე ეჭვობს, რომ ბუსა ჟვანიამ თვითდაზიანება მიიყენა

ბიზნესმენ გოგი თოფაძის განცხადებით, ბუსა ჟვანიასთან მოლაპარაკებები არ ექნება და მან მომხდარ ინციდენტზე პასუხი უნდა აგოს. ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს გოგი თოფაძემ განუცხადა.

გოგი თოფაძის თქმით, მას ურეკავენ, მაგრამ მოლაპარაკებებზე წასვლას არ აპირებს.

„12:00 საათზე მივედი, ჩემი შვილიშვილი უკეთ იყო, რამდენიმე წუთი ველაპარაკე. მითხრეს, ხვალ და ზეგ სიტუაცია გამოსწორდება და აღარავითარი რისკი არ გვექნებაო... მთავარია, ჩემი შვილიშვილი ამ ეზოში, სახლში კინაღამ მოკლეს. მერე ის კაცი გამოიქცა, ყველამ კარგად იცის, რაც გააკეთა და აგოს პასუხი. მირეკავენ ვიღაცები, ყველასთან დავამთავრე საუბარი, რაც მოხდა, იმაზე აგოს პასუხი, მითუმეტეს, პირველი შემთხვევა ეს არაა. არავითარი მოლაპარაკება მაგასთან არ მექნება...

ის კაცი, ვინც ეს ჩაიდინა, ჯერ საავადმყოფოში მოვარდა დილის 08:30 საათზე, შევარდა, ვითომ დაჭრილია, გაიკეთა დიდი რაღაც, მერე საღამოს კიდევ მოვიდა, ექიმიც მოიყვანა და კიდევ დაწვა საავადმყოფოში... რატომ?რომ გადარჩეს, მაგრამ ვერ გადარჩება", - განაცხადა თოფაძემ.