"მოგეხსენებათ, რამდენიმე დამატებითი კითხვაა დასმული დამატებითი ექსპერტიზის წინაშე. ყველა კითხვები არის ანალიტიკური, რომელიც ითხოვს გარემო-ვითარებიდან გამომდინარე ბევრი ნიუანსის ზედაპირზე წამოწევას.
რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, იქ, როდესაც საკითხია დასმული გიორგის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე, მოჰყვა თუ არა ამას ბავშვისთვის გონების დაკარგვა. ნევროლოგზე და ნეიროქირურგზეა კიდევ საუბარი თუ არ ვცდები", — განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.