გოგლა ჟვანიას ინფორმაციით, ბუსა ჟვანია მსუბუქად არის დაჭრილი და კლინიკაში იმყოფება

გოგლა ჟვანიას ინფორმაციით, ბუსა ჟვანია მსუბუქად არის დაჭრილი და კლინიკაში იმყოფება

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ძმა ადასტურებს, რომ მისი ძმისშვილი ბუსა ჟვანია დაჭრილია და მკურნალობის კურსს კლინიკაში გადის.

გოგლა ჟვანია "კურიერთან", ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილსა და ყოფილი პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას შვილს შორის მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების დეტალებზე არ საუბრობს და მხოლოდ იმას ამბობს, რომ ბუსა ჟვანია მსუბუქად არის დაჭრილი და მისი ჯანმთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.