არჩილ თალაკვაძე: ტრაგედიების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება ამორალურია

არჩილ თალაკვაძე: ტრაგედიების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება ამორალურია

ამორალურია ტრაგედიების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის. ეს არის ნამდვილად ტრაგედია მშობლებისთვის, საზოგადოებისთვის და ბუნებრივია, ოჯახის ერთადერთი მოლოდინი არის ამომწურავი გამოძიება და მართლმსაჯულების სამართლიანად განხორციელება. სამართალდამცავებს აქვთ ჩვენი სრული მხარდაჭერა, რომ ამომწურავად გამოიძიონ ეს საქმეები და მისცენ პასუხისგებაში დამნაშავეები, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან, ბოლო პერიოდში გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

„თუ ჩვენ გვსურს, მართლწესრიგი და გვსურს დანაშაულის დონე შევამციროთ ქვეყანაში, ვებრძოლოთ მომავალშიც ასეთი ტიპის დანაშაულებს, ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ორივე შემთხვევაშიც მართლმსაჯულება ბოლომდე და ეფექტურად განხორციელდეს. სამართალდამცავებს აქვთ სრული მხარდაჭერა ამაში და შემდგომ უკვე ჩვენ დაველოდებით ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებებს თითოეულ საქმესთან დაკავშირებით. მეორე მხრივ რა თქმა უნდა, ამორალურია ამ ტრაგედიების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის. ეს საქმეები უნდა გამოიძიონ არა პოლიტიკურმა პარტიებმა, არამედ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა. საზოგადოების და ოჯახების ინტერესი ორივე საქმეზე არის ლეგიტიმური და ჩვენ, როგორც ხელისუფლება რა თქმა უნდა, ამ პასუხისმგებლობას ვაცნობიერებთ, რომ საზოგადოებას ვუთხრათ ის, რაც ფაქტებით იქნება დადგენილი", - განაცხადა თალაკვაძემ.