ირაკლი ჩიქოვანი: ზუგდიდი ოკუპაციის სიმძიმეს განსაკუთრებით მტკივნეულად გრძნობს

ირაკლი ჩიქოვანი: ზუგდიდი ოკუპაციის სიმძიმეს განსაკუთრებით მტკივნეულად გრძნობს

„ზუგდიდი დღეს განსაკუთრებით მტკივნეულად გრძნობს იმ ოკუპაციის სიმძიმეს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს“, - განაცხადა ზუგდიდში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემაში „ქრონიკა“.

მისი თქმით, გახშირებული გატაცებები, ეს არის ტრაგედიები, რომელთა მიმართებით მუშაობა ყოველდღიურად გვიწევს საერთაშორისო თანამეგობრობის თანამონაწილეობით.

„უნდა შევეცადოთ, რომ ჩვენი პარტნიორების თანამონაწილეობით ასეთი ფაქტები მინიმუმამდე დავიყვანოთ და რეალურად დავიწყოთ საუბარი მთავარზე - ეს არის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა, მაგრამ მანამდე არის ადამიანების შორის ურთიერთობა - ვიდრე პანდემია გავრცელდებოდა, მანამდე იყო რეალურად მიმოსვლა, არის კონტაქტები, ბევრი წარმატებული ჰუმანიტარული პროექტი, რომელმაც ერთმანეთში ნდობა და ბევრი კონტაქტი გააჩინა.

ჩემი მთავარი ამოცანაა, ხელი შევუწყო ამას. ვიცი, რომ ეს მარტივი არ იქნება და ამას მარტო ირაკლი ჩიქოვანი ვერ გააკეთებს. ამას სჭირდება მთლიანად პოლიტიკური გუნდის კონსოლიდაცია და მე ამის შესაძლებლობას ვხედავ.