"სამი გველეშაპი გაერთიანდა, გაიტყუეს და ისე მოიშორეს" - ვისზე აქვს ეჭვი თამარ ბაჩალიაშვილის დედას

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები ადვოკატთან ერთად ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტროში იმყოფებიან.

ისინი მოითხოვენ პასუხებს კითხვებზე, რას უკავშირდება 23 წლის პროგრამისტის გარდაცვალება.

ამასთან ოჯახი კომპლექსური ექსპერტიზების დანიშვნას და მასალების გაცნობას ითხოვს.

თამარ ბაჩალიაშვილის მშობლების განცხადებით, მათ შვილს კონკრეტულ მაღალჩინოსნებზე ჰქონდა კომპრომატები, რაც გოგონას გარდაცვალების მიზეზი გახდა.

"მქონდა ეჭვი, რომ ვიღაც ჩინოსნის ფაილებში შეაღწია ამ ბავშვმა, მაგრამ ჯგუფური თუ იქნებოდა, ეს ვერ წარმომედგინა. ეს 40 კილო კაფანდარა გოგოსთვის ნამეტანია. სამი გველეშაპი გაერთიანდა, გაიტყუეს და ისე მოიშორეს. შეეძლოთ დაეშინებინათ, მაგრამ ეცოცხლა ჩემ შვილს.

მე მინდა, რომ თამუნა გახდეს საქართველოში სამართლიანობის სიმბოლო, ამისთვის გავაკეთებ ყველაფერს და არ დავიხევ არცერთი წუთი უკან.

გახარიასთან მინდა შეხვედრა, თუკი პატივს დამდებს და შემხვდება. ამ კაცმა თქვა, რომ ბაჩალიაშვილის და შაქარაშვილის საქმე უნდა იყოს გამოძიებული და რას მეტყვის, მინდა უშუალოდ მისგან გავიგო," -განაცხადა თამარ ბაჩალიაშვილის დედამ თეონა თამაზაშვილმა.

Aburjga Tasmanieli ეს უკვე ..... არ ვიცი რა ვთქვა?! მოკლედ ღაღაც პარადოქსია. ასეთი რამ ცხოვრებაში არ შემხვედრია. რაღაც მსგავსი ვიცოდი, რასაც "მატყუარას პარადოქსი" ქვია.
ვთქვათ, ვიღაც ამბობს: ”რასაც ახლა ვამბობ, ტყუილია” ან, მოკლედ, ”ვტყუი”. მის სიტყვებს მხოლოდ ორი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს - ან განცხადება მართალია (სინამდვილეში, ეს ასეა), ან მცდარი (სინამდვილეში, ეს ასე არ არის). მოდით, მაგალითად, მართალი იყოს, ანუ სიტყვით "ვტყუი", ადამიანი ამბობს იმას, რაც სინამდვილეშია, ანუ სიმართლეს. რადგან ის სიმართლეს ამბობს, მაშინ მისი განცხადება "მე ვტყუი" ყალბია. გამოდის, რომ თუ განცხადება მართალია, მაშინ ეს იწვევს იმ ფაქტს, რომ ის ყალბია.
4 წლის უკან
romani სხვის ფაილებში, ანგარიშებში და ა.შ. შეღწევა ანუ ჰაკერული თავდასხმის განხორციელება, თანამედროვეობის ერთ-ერთი უმძიმესი დანაშაულია და სასტიკად ისჯება კანონმდებლობით. რას ჰქვია შემთხვევით შეაღწია. ვინმემ ხომ უნდა აუხსნას გაუბედურებულ მშობლებს, რომ ასეთი რამ ( თუ სიმართლეს შეესაბამება ეს განცხადება) შემთხვევით არ ხდება და, თუ ასეთ ქმედებას ჰქონდა ადგილი მართლა შარში ყოფილა ის საცოდავი.
4 წლის უკან