23 წლის პროგრამისტის საეჭვო გრდაცვალების საქმეზე „შაბათის ფორმულას“ წყარომ საგამოძიებო უწყებიდან დაუდასტურა რამდენიმე დეტალი, რაზეც ამ დროისთვის გამომძიებლები მუშაობენ. წყაროს ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილს გაუჩინარების დღეს, დილით, 10:15 წუთზე დაურეკეს. ზარი „ვოთსაფის“ საშუალებით განხორციელდა და გოგოს კონკრეტულ მისამართზე მისვლა სთხოვეს.
ზარის ავტორს თამარი იცნობდა, რადგან იმ თემაზე, რაზეც შეეხმიანნენ, საუბარი ჰქონდათ გასული დღეების განმავლობაშიც. „შაბათის ფორმულასთვის“ ცნობილია სავარაუდო მიზეზი, რის გამოც თამარ ბაჩალიაშვილი დღეს ცოცხალი აღარ არის. ახალგაზრდა პროგრამისტმა, ერთ-ერთ პროგრამაზე მუშაობისას, გახსნა საიდუმლო ფაილები. „შაბათის ფორმულას“ მტკიცებით, საუბარია 3 მაღალჩინოსნის კომპრომატე.
რა შინაარსის იყო ინფორმაცია, რომლებიც თამარ ბაჩალიაშვილმა ნახა, უცნობია, მაგრამ მას შემდეგ, რაც თამარმა ფაილები ნახა, მისი მისამართით დაიწყო ღია და ირიბი მუქარები.
თამარ ბაჩალიაშვილს გაუჩინარების დღეს, მას შემდეგ, რაც მას „ვოთსაფით“ ესაუბრნენ, ამავე პლატფორმაზე მესიჯად გაუგზავნეს ლოკაცია, სადაც ის უნდა მისულიყო და დაინტერესებული მხარისთვის საიდუმლო ფაილები გადაეცა.
წყარო საგამოძიებო უწყებიდან „შაბათის ფორმულას“ უდასტურებს, რომ ბაჩალიაშვილს სპეციალურად გაუგზავნეს ისეთი ლოკაცია, რომ მას გაევლო მარნეულის გზა თეთრიწყარომდე, რათა მისი გადაადგილება ჭკვიან კამერებს დაეფიქსირებინათ და გამოძიებას კვალი არეოდა.
ბაჩალიაშვილის ცხედრის გამოჩენა არ იგეგმებოდა, ის უფრო გვიან და სრულიად სხვა ადგილას უნდა ენახათ.
მანქანა ცხედრის აღმოჩენის ადგილამდე მისაბმელით მიიტანეს. წყარო საგამოძიებო უწყებიდან ადასტურებს, რომ მანქანაში ყველაფერი გასუფთავებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ არც მანქანიდან და არც ცხედრიდან არ ამოვა უცხო დეენემი.
ჩემთან მხოლოდ მესამედიღა შემოვიდა იმ ვიდეოსი, მაგრამ იმ შემოსულ ნაწილშიც იმდენი შეუსაბამობაა, არავითარ ნდობას არ იმსახურებს:
"საუბარია 3 მაღალჩინოსნის კომპრომატზე.რა შინაარსის იყო ინფორმაცია, რომლებიც თამარ ბაჩალიაშვილმა ნახა, უცნობია"
?
სამ მაღალჩინოსანზე რომ არის - ცნობილია!
ვინ არიან ეს მაღალჩინოსნები - უცნობია;
კომპრომატები რომ იპოვა - ცნობილია;
რა სახის კომპრომატები იპოვა - უცნობია.
"ბაჩალიაშვილის ცხედრის გამოჩენა არ იგეგმებოდა, ის უფრო გვიან და სრულიად სხვა ადგილას უნდა ენახათ."
მაგრამ იმის გამო, რომ ოჯახმა გზა გადაკეტა, იძულებული გამხდარან, იქ მიეტანათ მიცვალებული, სადაც იქნა ნაპოვნი. (ასე ამბობს ჟურნალისტი).
რატომ?
იმ "სულ სხვა ადგილას რომ უნდა ენახათ", იქ მიტანას რითი უშლიდა ხელს ოჯახის მიერ გამოხატული პროტესტი და რატომ გახდნენ იძულებული, შეეცვალათ გეგმა?
"მანქანა ცხედრის აღმოჩენის ადგილამდე მისაბმელით მიიტანეს."
რატომ?
მანქანა თავისი "ხოდით" რომ მიეყვანათ, უფრო მიიქცევდა ყურადღებას, ვიდრე მისაბმელზე მოკონწიალე (ან ევაკუატორზე შემოდებული - როგორიც იყო მათი თავდაპირველი ვერსია) ?!
თუ, Aburjga-სი არ იყოს, გოლთეთში ისე ხშირად დაჯლიგინობენ სამხრეთკორეული კროსოვერებით დატვირთული ევაკუატორები, ზედაც არავინ შეხედავდა?
ჰგავს ახლა ეს სიმართლეს?!
ამიტომ, ახლა მხოლოდ იმის გარკვევას ლამობენ, ვინ არის ეს "სამი მაღალჩინოსანი"...
იმედია, გახარია დაუსახელებს გვარებს! (პრემიერმინისტრს, რა თქმა უნდა, ეცოდინება, - აბა, მისი ნებართვის გარეშე ხომ არ მოკლავდნენ იმ გოგოს!).
მოკლედ, ასეთ ტრაგიკულ ამბავს რომ არ ეხებოდეს, ძალიან სასაცილო იქნებოდა ეს ყველაფერი.