დაპირისპირება ოპოზიციაში – გიორგი ვაშაძეს ნიკა გვარამიამ და გიორგი ბარამიძემ შეურაცხყოფა მიაყენეს

დაპირისპირება ოპოზიციაში – გიორგი ვაშაძეს ნიკა გვარამიამ და გიორგი ბარამიძემ შეურაცხყოფა მიაყენეს

 “სტრატეგია აღმაშენებელის” დამფუძნებელი გიორგი ვაშაძე გაერთიანებულ ოპოზიციას “ძალა ერთობაშია”  გამოეყო და საკუთარი პოლიტიკური გუნდი საზოგადოებას ოფიციალურად წარუდგინა.

ვაშაძის გადაწყვეტილებას, დამოუკიდებლად განაგრძოს პოლიტიკური საქმიანობა, ოპოზიციის დანარჩენი წევრების და მათი მხარდამჭერების კრიტიკა მოჰყვა.

“მთავარი არხის” დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ პირად გვერდზე იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის ვიდეო გამოაქვეყნა და გიორგი ვაშაძე მკაცრად გააკრიტიკა.

“ძალიან უნდა ეცადო, რომ იუსტიციის სახლებზე ილაპარაკო და ეს კაცი გადაკვრითაც არ ახსენო. მარა, არხსენებას ვინ დაეძებს, მთლად საკუთარ იდეად გამოაცხადე Giorgi Vashadze

და არაა კარგი დასაწყისი დამოუკიდებელი პოლიტიკური ცურვისთვის.

არც შენი იდეაა და, მეტიც, არც შენი განხორცილება (ნუ რაღაც ნაწილში, კი ბატონო. მაგრამ ეგეთი “ნაწილი” მანდ მინიმუმ 5 კაცს ქონდა). You know what I mean” – დაწერა ნიკა გვარამიამ.

პოსტს გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი ბარაძიმიძეც.

გიორგი ბარამიძე: აბა, აი შუბლის ძარღვი სულ არ უნდა გქონდეს კაცს რომ ასე “ნაგლად” მიიწერო შენი უფროსის (მინისტრის) გაკეთებული საქმე როცა პატივი გქონდა ამ პროექტის კურატორი და არა ავტორი და სულის ჩამდგმელი, ყოფილიყავი.

ამის ისევ (სულ მეგონა მაინც იტყოდა სადმე) გატარება არაფრით შეიძლება, რადგან ისტორიის ასე თავხედურად გაყალბება არავის უნდა შერჩეს. გინდაც ჩვენი კოლეგა და პარტნიორი იყოს.

ვაშაძის და გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშია” გზები ორი თვის წინ გაიყო, როდესაც პუბლიცისტმა თაკო ჩარკვიანმა ერთ-ერთ შეკრებაზე სურვილი გამოთქვა, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი ვაშაძის კანდიდატურა წარადგინონ. მაშინ, გიორგი ბარამიძემ “რუსთავი 2”-თან საუბრისას განაცხადა, რომ ჩარკვიანი და ვაშაძე ოპოზიციის ზურგს უკან გაერთიანდნენ. მისი თქმით, ვაშაძე-ჩარკვიანმა “ნაციონალური მოძრაობის” ზურგს უკან აწარმოეს კამპანია.

Katana . ბუნებრივია! - როცა ზურგს თაკო ჩარკვიანი გიმაგრებს, ნაცების და ევრონაცების დედა არ ვატირე?!
4 წლის უკან
Maverick admin, უკაცრავად, ვინცხა იმისი არ იყოს, სად ხედავთ შეურაცხყოფას ამ ცრუ ტელეკომპანიის და გოთვერანი ბარამიძის განცხადებებში, ჩემი გონივრული ეჭვით სწორედ ასე3 იქნებოდა როგორც ეს "შეურაცხმყოფელები" აცხადებდნენ და საერთოდ კადრები მოიძიეთ, სხვა ინტერნეტ საიტებს ჩვენც ვკითხულობთ, ამიტომ სკანდალური სათაურებით ნყ იხიბლებით...!
4 წლის უკან