კახა კუჭავა: ოპოზიცია გამოიყენებს ყველა შესაძლებლობას მაქსიმალური რადიკალიზაცია მოახდინოს

კახა კუჭავა: ოპოზიცია გამოიყენებს ყველა შესაძლებლობას მაქსიმალური რადიკალიზაცია მოახდინოს

რაც უფრო მიუახლოვდებით არჩევნებს, ოპოზიცია გამოიყენებს ყველა შესაძლებლობას მაქსიმალური რადიკალიზაცია მოახდინოს,- ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერში“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კახა კუჭავამ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია ოჯახის ტრაგედიებსაც კი იყენებს იმისთვის, რომ პოლიტიკური ქულები ჩაიწერონ. „როდესაც საუბრობენ ისეთ ტყუილებზე, რომელიც არ შეიძლება დაიმალოს. გახსოვთ პირველი განცხადებები, აი ამასაც კი ვეღირსეთ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სანქციები დაუწესა. ამ დროს არა თუ სანქციები იყო დაწესებული, კანონიც კი არ იყო მიღებული. თუ რა ფორმით იქნება კანონი მიღებული ამას ყველა გავიგებთ და ამაზე განცხადებებიც კი გაკეთდება. ეს არის ის მეთოდები რითაც ცდილობენ მაქსიმალური რადიკალიზაცია მოახდინონ. ​რა თქმა უნდა არა მხოლოდ რურუას საქმე, სხვა საქმეებიც, რომელსაც ხელს ჩაჭიდებენ და ეცდებიან არ დააწყნარონ პოლიტიკური ველი“, - განაცხადა კუჭავამ.

მისი თქმით, ოპოზიცია ამას ვერ აღწევს, რადგან საზოგადოება ჩამოყალიბებულია და სჭირდება სიმშვიდე, რის მიღწევაც ამ 8 წლის მანძილზე შესაძლებელი გახდა. „მივაღწიეთ, ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს, რაც არის ქვეყნის სტაბილურობა და მჯერა, რომ საზოგადოება, ამას არ გაცვლის არაფერში, არც რადიკალიზმში და არც არეულობაში. დაველოდოთ 31 ოქტომბერს, ხალხი გააკეთებს არჩევანს“, - აღნიშნა კუჭავამ.