ხშირად იყო სტრატეგიული პარტნიორებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდების შემთხვევა. მათი მხრიდან მოლოდინი, რომ საქართველომ კიდევ უფრო მაღალ ნიშნულს მიაღწიოს დემოკრატიის განვითარების კუთხით, ყოველთვის იქნება. ისინი ყოველთვის შეეცდებიან ამ კუთხით ჩვენ გვერდით იყვნენ, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერში“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კახა კუჭავამ განაცხადა.
კახა კუჭავამ საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და აშშ-ს სახელმწიფო მდივანს შორის შემდგარი სატელეფონო საუბარიც შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს ცალსახა მხარდაჭერა იყო.
„ეს იყო ცალსახა მხარდაჭერა. ეს რომ გაფრთხილება ყოფილიყო, მათ არ ერიდებათ იმ ტერმინოლოგიის გამოყენება, რომელიც გაფრთხილებას ნიშნავს. მათ აქვთ მოლოდინი, რომ საქართველო ამ გამოცდას მაღალ დონეზე ჩააბარებს და კიდევ ერთხელ გახდება სამაგალითო სხვებისთვის. მე დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენ ამ მოლოდინს გავამართლებთ. ეს იქნება პროცესი, რომლითაც ჩვენ ვიტყვით, რომ საქართველოში 31 ოქტომბერს არჩევნები შედგა ძალიან დემოკრატიულ, თავისუფალ და მაღალი სტანდარტების გარემოში“, - განაცხადა კახა კუჭავამ.