"მიუღებელია ისეთი განცხადება, რომელიც ეწინააღმდეგება როგორც ხელისუფლების დანაწილებას, ასევე მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას"

„ჩვენ გულდაწყვეტით უნდა ვთქვათ, რომ აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენთვის ნებისმიერი ისეთი განცხადება, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგები როგორც ხელისუფლების დანაწილებას, ასევე მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას. შესაბამისად, მხოლოდ ასეთი კომენტარი შეგვიძლია გავაკეთოთ შესაბამის განცხადებებზე, რომელიც კეთდება კონკრეტული უცხოელი პოლიტიკოსების მხრიდან რურუას საქმესთან დაკავშირებთ", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძე.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებისთვის ამოსავალი წერტილი არის ხელისუფლების დანაწილების პრინციპი, მართლმსაჯულების  დამოუკიდებლობა და ამ პრინციპებით უნდა ხელმძღვანელობდნენ, რა თქმა უნდა, ასევე, საქართველოს პარტნიორები.​

Aburjga Tasmanieli მესმის თქვენი. იტყვი სიიმართლეს და აშშ განანებთ! ისეთი "სტრატეგიული მოკავშირეები" გვყვანან მტრიას და ავისას, ვერც კი მივაღწევთ არჩევნებამდე, 15-20 დღეში მორიგი უსისხლო თუ სისხლიანი სახელმწიფო გადატრიალება არ ასცდება საქართველოს! უბრალოდ უკეთესი იქნება თუ ვაღიარებთ რეალობას და მოვახდენთ შესაბმისი სტატუსის დეკლარირებას - კოლონია - დომინიონი- პროტექტორატი?! არ გვინდა ამდენი თავის მოტყუება!
4 წლის უკან