„თუ ჩემი შვილი დამნაშავეა არ გაიხაროს და სამუდამო პატიმრობა მისცენ“ - შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანის მამა

„თუ ჩემი შვილი დამნაშავეა არ გაიხაროს და სამუდამო პატიმრობა მისცენ“ - შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანის მამა

არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს მამის განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის ბიძას მირიან ნიკოლაძეს პირადი ინტერესები აქვს.

„ბიძამისი კარიერისტი ადამიანია, გააჩნია რა მოილაპარაკა. ყველაფერი რაც ჟურნალისტებმა კითხეს აბათილებს, განადგურებულია ის ადგილი სადაც იმალებოდა ამირხანაშვილი, თუ მორჩა საგამოძიებო მოქმედებები რაღას იცავენ იმ ადგილს. ყველაფერს ხელს აფარებს, რომ მალე მორჩეს ეს ყველაფერი და არჩევნებზე ქულები დაიწეროს შაქრაშვილის ბიძამ",-განაცხადა ზ.ხ-ს მამამ.არასრულწლოვნის მამა ჟურნალისტებთან ჩხუბის საკუთარ ვერსიას ჰყვება.

„ჩემმა შვილმა მიირბინა შენობა რომ არის იქ ფერადი, ბოლოს მიირბინა ვახო ჩიქოვანმა, გული ეტკინა ჩაიკუზა, ჩემს შვილს სთხოვა მანქანა მოიყვანე მე ვერ მოვიყვან ცუდად ვარო. ჩემი შვილი წავიდა მანქანის მოსაყვანად და რომ მოვიდა ვახო ისევ იქ დახვდა. ჩემი აზრი ჩამოვაყალიბე, სამი მანქანა რომ ჩამოვიდნენ საბურთალოელები მაგათმა სცემეს ბიჭი, რატომ არ მოგვეხმარე ჩხუბში და რატომ გაიქეციო, ლოგიკურად ასეა. თუ ჩემი შვილი დამნაშავეა არ გაიხაროს და სამუდამო მისცენ მაშინ პატიმრობა, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ არ არის",- განაცხადა ზ.ხ-ს მამამ.

Aburjga Tasmanieli ვერაა მისაღები ვერსია! ჩხუბში საბურთალოელები არ დამარცხებულან, პირიქით, დაცაგრეს უმცირესობაში მყოფი ნახალოვკელები. ასეა? აბა ის ჩამოსული საბურთალოელეები ასე რას უნდა გაემწარებინა, რომ ანგელოზი ქართველი ბიჭი მოგვიკლეს?! თანაც ვნახეთ როცა წამოვიდნენ და ხიდზე ერთად იყვნენ მოძალადეების მოსვლამდე სხვა ბიჭებს, რომლებიც ჩხუბში მონაწილეობდნენ ცხონებულ შაქარაშვილთან პრეტენზია არ ჰქონდათ
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli კიდევ ბიძაზე რომ იძახის კარიერისტიაო, რა კარიერა აქვს იმ ბიძასს, სადმე გაძვრა გამოძვრა და მინისტრის მოადგილეა... თუ რაზეა საუბარი?!
4 წლის უკან