საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მედიის წარმომადგენლებს, რომლებმაც პრემიერს კონგრესმენების წერილზე ჰკითხეს, მოკლე პასუხი გასცა. პრემიერი ონში იმყოფება, სადაც სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს გაეცნო:
„მაცადეთ, ახლა, ჩემთვის ჩემი მოქალაქეები არიან ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე კონგრესმენები, სადაურიც არ უნდა იყვნენ, მაცადეთ. სტიქიაა, მადლობა ღმერთს, გადავრჩით”, – აღნიშნა გახარიამ.
გახარიამ ონში სტიქიის ზონა მოინახულა და იმ სამუშაოებზე ისაუბრა, რომელიც მუნიციპალიტეტში უნდა გატარდეს.