ანდრიუს კუბილიუსი:  გიორგი რურუას პატიმრობა მიუსაჯეს, ჩაერევა პრეზიდენტი ზურაბიშვილი და დაიცავს 8 მარტის შეთანხმების სულისკვეთებას?

ანდრიუს კუბილიუსი:  გიორგი რურუას პატიმრობა მიუსაჯეს, ჩაერევა პრეზიდენტი ზურაბიშვილი და დაიცავს 8 მარტის შეთანხმების სულისკვეთებას?

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი ტელეკომპანია "მთავარის" თანადამფუძნებლის, გიორგი რურუასთვის ოთხწლიანი პატიმრობის მისჯას ეხმიანება და აცხადებს, რომ საქართველოში მართლმსაჯულების პოლიტიზირება გრძელდება.

„სახელმწიფო დეპარტამენტმა მაიკ პომპეომ სასამართლო სისტემისა და საარჩევნო პროცესის პოლიტიზირების შეწყვეტის შესახებ გააფრთხილა , მაგრამ მართლმსაჯულების პოლიტიზირება გრძელდება. ოპოზიციური არხის მეწილეს გიორგი რურუას პატიმრობა მიუსაჯეს. ჩაერევა პრეზიდენტი ზურაბიშვილი და დაიცავს 8 მარტის შეთანხმების სულისკვეთებას?“- წერს ანდრიუს კუბილიუსი Twitter-ზე.

ცნობისთვის, გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი რურუას 4-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

Aburjga Tasmanieli ამ ...-სს არ ასვენებს გამჩენი! პირდაპირ მითითებას აძლევს საქართველოს პრეზიდენტს! ეს არის მსოფლიოში გამეფებული ლიბერალურ - დემოკრატიული იდეოლოგიის ანტისახელმწიფოებრივი, ანტისუვერენული შინაარსის გამოვლინება! ეს სამარცხვინოა! ისე ნუ გამიგებთ თითქოს რურუას გამოშვება არ გამოშვებაზე ვლაპარაკობდე, ეს აქ მეათეხარისხოვანია! აქ მთავარი არის გლობალისტების უპრეცედენტოდ უხეში, უზრდელური ჩარევა საქართველოს შიდა საქმეებში! პირადად ჩემი ეროვნული თავმოყვარეობა შელახულია ვიღაც ლიტველი ნასტუდენტარი ფიზიკოსი განუწყვეტლივ ამცირებს ქართულ 2500 წლოვანი სახელმწიფოს, ხელისუფლებას პრეზიდენტს-სასამართლოს..., შეურაცხყოფს ქართველი ხალხის ეროვნულ ღირსებას!
4 წლის უკან
თუთაშხა Aburjga Tasmanieli-ს. გეთანხები 10000%
4 წლის უკან
Lolo47 ჩვენი საშველი არ ყოფილა! ჯერ კრემლიდან გვიწესებდნენ ცხოვრების წესებს, ახლა ეს, ვითომ დემოკრატები დაგვასხდნენ თავზე, ამათი დედაც...!!! ჩააცვით ამ ტიპს ფაშისტური გერმანიის დროინდელი უნიფორმა, სუფთა გესტაპოელის სიფათის აქვს, ძველ ფილმებში, რომ გვინახავს ისეთი. თფუ...
4 წლის უკან