ჩვენ გაცილებით მეტს ავიღებთ, იმიტომ, რომ პოლიტიკური ძალის ცალკე ბრენდინგი ამ დრომდე არ გაგვიკეთებია 2 წლის განმავლობაში, - ასე უპასუხა „ქრონიკის“ შეკითხვას გიორგი ვაშაძემ, არის თუ არა 3%, „ახალი საქართველოს“ მაქსიმუმი.
„ერთადერთი პოლიტიკური ძალა ვართ, რომელსაც აქვს მზარდი რეიტინგი. 3% კარგი შედეგია, მაგრამ კამპანიას როცა დავიწყებთ, ჩვენ გვექნება გაცილებით მეტი მხარდაჭერა“, - აცხადებს გიორგი ვაშაძე.
ტელეკომპანია „ფორმულას” დაკვეთით, Edison Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, პოლიტიკური რეიტინგები ასეთია: “ქართული ოცნება” - 39%; “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” - 16%; “ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატები”- 5%, „ახალი საქართველო“ - 3%, მოსახლეობის 20% კი ამბობს, რომ არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას.
ვეთანხმები, წარმატებით აიღებენ! ოღოონდ 3-ში ერთს!