ავსტრიის ელჩი: საქართველოს მთავრობა, რა თქმა უნდა, არაა პრორუსული და ვფიქრობ, ძალიან კარგად მუშაობს

ავსტრიის ელჩი: საქართველოს მთავრობა, რა თქმა უნდა, არაა პრორუსული და ვფიქრობ, ძალიან კარგად მუშაობს

საქართველოს მთავრობა, რა თქმა უნდა, არ არის პრორუსული. ვფიქრობ, ის ძალიან კარგად მუშაობს იმ მხრივ, რომ იპოვოს რთული ბალანსი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ავსტრიის ელჩმა საქართველოში, არად ბენკომ განუცხადა.

„საქართველოს მთავრობა მუშაობს, რომ იპოვოს ბალანსი - ერთი მხრივ, სურდეს ევროკავშირის წევრობა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობა და მეორე მხრივ, გაუმკლავდეს კოვიდ-19-ით შექმნილ გამოწვევებს, სირთულეებს, ოკუპირებული ტერიტორიების პირობებში“, - აღნიშნა ავსტრიის ელჩმა.