ჩვენი ფულით გამდიდრებული კეზერაშვილის ტელევიზიამ თავისივე ხალხში ჩატარებულ კვლევაში, პირდაპირ ,,ხელით მიწერილი" ციფრებითაც კი ვერ შეძლეს ხელისუფლების აშკარა უპირატესობის არ აღიარება,- ამის შესახებ ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, რეალობა რადიკალურად განსხვავდება კეზერაშვილის ციფრებისგან და ეს განსხვავება ოქტომბერში აისახება ცესკოს საბოლოო ოქმებში.
,,ჩვენი ფულით გამდიდრებული კეზერაშვილის დაფინანსებული კვლევითი ცენტრის მიერ ჩატარებულ გამოკითხვებზე, სერიოზული კომენტარის გაკეთება ძალიან გაუჭირდება ნებისმიერ მოაზროვნე ადამიანს, მაგრამ ამ ყველაფერში არის ერთი მთავარი ნიუანსი, რომელსაც ყველამ უნდა მივაქციოთ ყურადღება. თავისივე ხალხში, თავისივე ხალხით ჩატარებული კვლევის შედეგედაც კი იმდენად ცხადი იყო მათი მარცხი, რომ პირდაპირ ,,ხელით მიწერილი" ციფრებითაც კი ვერ შეძლეს ხელისუფლების აშკარა უპირატესობის არ აღიარება. რა თქმა უნდა, რეალობა რადიკალურად განსხვავდება კეზერაშვილის ციფრებისგან და ეს განსხვავება ოქტომბერში აისახება ცესკოს საბოლოო ოქმებში და ამით დავისვენებთ ერთხელ და სამუდამოდ მათი მოდელირებული ქმედებებისაგან”,- წერს ირაკლი ლატარია