,,კეზერაშვილის ტელევიზიის კვლევის თუნდაც ამ რეიტინგით, რომელიც ოპოზიციის მიერ არის დაკვეთილი დასტურდება, რომ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა და ეკონომიკის პოსპანდემიური ხედვა მოსახლეობისათვის გაცილებით მისაღებია, ვიდრე ის შემოთავაზებები რასაც ოპოზიცია ცალ-ცალკე თუ ერთად აღბული სთავაზობდა მოსახლეობას”,- ამის შესახებ გიორგი ცუცქირიძე, ექსპერტი საბანკო-საფინანსო საკითხებში სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, "ქართული ოცნება" ამ თავისთავად გაყალბებულ კვლევაშიც პირველ ადგილზეა და ფაქტიურად ორჯერ უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ "ნაციონალურ მოძრაობას", ევროპულ საქართველოსთან ერთად დაჯამებულს.
,,ოპოზიციის პრობლემა და დილემაც იმაშია, რომ მას საკუთარი ელექტორატის გაზრდის იმედი ნაკლებად აქვს. ელექტორალურ ზრდას სჭირდება ახალი და მიმზიდველი იდეები და რაც მთავარია ხვალინდელი დღის და არსებული ხელისუფლების ალტერნატივის წარმოჩენა, რასაც ოპოზიცია უბრალოდ ვერ სთავაზობს მოსახლეობას, ხოლო დაშტამპული ცარიელი ნეო ლიბერალური ხედვები არც ეკონომიკაში და არც სოციოლოგიაში უბრალოდ აღარ მუშაობს. საკუთარი, მხარდაჭრილი მედიის მიერ სიყალბის ტირაჟირება და სხვადასხვა სახის მანიპულაციები, მათ შორის საზღვრების გახსნაზე კი იმდენად გაცვდა, რომ ჩვეულებრივ ფეიკ ნიუსად გადაიქცა.
ამიტომაც არის, რომ საგარეო ფლანგზე გადატანილმა აქცენტებმა, და ხელისუფლებაზე ზეწოლის ამ ინსტრუმენტმა აშკარად უკუშედეგი მოუტანა ნაციონალებს და მასთან აფილირებულ თუ გამოყოფილ ოპოფლანგს, აქ პირველ რიგში ევსაქებს ვგულისხმობ.
და ერთიც, როგორც იტყვიან ახლა ოპოზიცია უკვე იმყოფება დაღმავალ ტრენდზე, დაწყებულია მათი რღვევა და ეს პროცესი კიდევ გაღრმავდება, რადგან დაიწყება ერთმანეთის დაჭმა ტორტის დარჩენილი ნაჭერისათვის. ფანჩატურის იდილიაც დასრულებულია”,- წერს გიორგი ცუცქირიძე.