მეთიუ ბრაიზა: ვშიშობ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებებს, შესაძლოა, „კავკასუს ონლაინი“ ჰყავდეს მიზანში ამოღებული

მეთიუ ბრაიზა: ვშიშობ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებებს, შესაძლოა, „კავკასუს ონლაინი“ ჰყავდეს მიზანში ამოღებული

„ვშიშობ, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტს შესაძლოა, „კავკასუს ონლაინი“ ჰყავდეს მიზანში ამოღებული“, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ მეთიუ ბრაიზამ „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მეთიუ ბრაიზამ „კავკასუს ონლაინსა“ და კომუნიკაციების კომისიას შორის არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოში თანამდებობის პირები და კომუნიკაციის კომისიის ხელმძღვანელობა ინფორმირებული იყვნენ იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანული კომპანია „ნექსოლი“ „კავკასუს ონლაინს“ ყიდულობდა, თუმცა კომუნიკაციების კომისიამ შემდეგ გარიგების შეჩერება გადაწყვიტა, გარკვეული პერიოდის განხილვების შემდეგ კი, 2019 წელს, „ნექსოლმა“გადაწყვიტა საქმე სტოქჰოლმის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში შეეტანა.

ბრაიზამ უპასუხა კახა ბექაურის დღევანდელ განცხადებას, რომლის თანახმადაც, „კავკასუს ონლაინს“ წილის გასხვისების შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიემართა კომისიისთვის, მაგრამ ეს ვალდებულება არ შეასრულა.

„შეიძლება, კომისია ამბობს: „იცით, თქვენ ჩვენი ინფორმირება სიტყვიერად მოახდინეთ, მაგრამ ეს წერილობით უნდა გააკეთოთ“. მაგრამ სხვათა შორის, ასეთი დავები სხვა ტრანზაქციების შესახებაც იყო, მათ შორის, აქტივების გაყიდვასთან დაკავშირებით და ყველა შემთხვევაში კომუნიკაციების კომისია ამბობდა: „კარგი, კარგი, გვესმის. კარგი იქნებოდა, რომ ეს ჩვენთვის წერილობით ან რაიმე სხვა ფორმით შეგეტყობინებინათ, თქვენ ამბობთ, რომ სიტყვიერად შეგვატყობინეთ, თუმცა ამაზე არ იდარდოთ, შეთანხმებას დავუშვებთ“. ეს ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც კომისიამ თქვა, რომ არა, ამ გარიგებას გავაუქმებთო“, - აღნიშნა ბრაიზამ.

კითხვაზე, ხომ არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი გარკვეულწილად „კავკასუს ონლაინთანაა“ დაკავშირებული, ბრაიზამ უპასუხა, რომ კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით პროცესში გარკვეული უცნაურობა შეინიშნება.

„რაღაც ძალიან უცნაურია იმაში, თუ როგორ მიიწევს წინ ეს პროექტი. მოსმენები გვიან ღამით, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა, დიდი აჩქარებით. ასეთი სიჩქარე რა საჭიროა? რატომ არ უნდა იყოს ნორმალური განხილვები, რა არის ფარული დღის წესრიგი, რომელიც ამ კანონპროექტის ასე სწრაფად წინ წაწევას იწვევს? ეს შეშფოთების საგანია, მეორეა - შინაარსობრივი. გვიან ღამით განხილვებში ვგულისხმობ, თუ არ ვცდები, შაბათ დღეს მოსმენებს პარლამენტის ეკონომიკის კომიტეტში. ამ დღეს ზოგმა ქართულმა ტელეკომუნიკაციის კომპანიამ პროტესტი გამოხატა, თქვეს, რომ ეს კანონპროექტი ეწინააღმდეგება სხვა ქართულ კანონებს, თქვეს ისიც, რომ შეიძლება, საერთოდ, არაკონსტიტუციურიც კი იყოს. სხვათა შორის, საპროტესტო წერილში მათ დაწერეს და თქვეს, რომ ეს კანონპროექტი არ უნდა გავიდეს და ვფიქრობ, მათ შორის დიდი შეშფოთება უკავშირდება იმას, რომ კანონი შეიძლება გამოყენებული იქნას ინტერნეტ თავისუფლების შესაზღუდად და ყველა ამ კომპანიის ბიზნესების დასაზიანებლად. უნდა ვთქვა, რომ როგორც ამ კომპანიების წარმომადგენლებმა პირად საუბრებში თქვეს, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს კანონი რატომღაც, კონკრეტულად „კავკასუს ონლაინზე“ ფოკუსირდება. როგორც ვთქვი, ტელეკომუნიკაციების კომპანიასთან დაკავშირებით იყო 9 სხვა „ქეისი“, როდესაც კომუნიკაციების კომისიას შეთანხმების შესახებ დავა ჰქონდა, რადგან ამის შესახებ კომისიის ინფორმირება არ მომხდარა სათანადოდ, თუმცა ყველა შემთხვევაში კომპანიებს საშუალება მიეცათ, გარიგება შემდგარიყო. ეს, „კავკასუს ონლაინის“ შემთხვევა ერთადერთია, როდესაც კომისიამ ამის საშუალება შეზღუდა. ახლა, მას შემდეგ, რაც ნექსოლმა“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საარბიტრაჟო სასამართლოში წასვლა გადაწყვიტა, უეცრად, ჩნდება ახალი კანონი. ასე რომ, ეს ყველაფერი საეჭვო გარემოებებია. იურისტი არ ვარ, რა თქმა უნდა, არც საქართველოს კონსტიტუციის სპეციალისტი, მაგრამ შემიძლია, შევეხო სხვა ტელეკომუნიკაციის კომპანიების საპროტესტო წერილს, რომლებიც ამბობენ, რომ ეს კანონი საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში არ მოდის. ისინი ასევე ამბობენ, რომ გამყიდველისა და მყიდველი „ნექსოლის“ მიერ დარღვეული ვალდებულების გამო ზომა არაპროპორციულია. ანუ, გაყიდვის გაუქმება, „კავკასუს ონლაინის“ აქციების ნაციონალიზაცია ან კონფისკაცია, უკიდურესი ზომაა. მართლაც, უაზროა, როდესაც ასეთ ექსტრემალურ ზომას იღებ, თუ მხოლოდ იმას ამბობდი, რომ „იცით, თქვენ კომუნიკაციების კომისიას სათანადო პროცედურების შესაბამისად არ აცნობეთ“, - აღნიშნა ბრაიზამ „ინტერპერსნიუსთან“.

Aburjga Tasmanieli ამხანაგებო!!! ვინ არის ეს ამხანაგი ბრაიზა, ვინ მოგვიჩინა ჩვენ კონტროლიორად და მასწავლებლად, ვინ დაავალა ამას მთავრობის დადგენილებების რევიზია, რაღაც შეთქმულებების გამოძიება?! ვინ არის, ვინ...?! ამ კითხვას ვუსვამ აშშ-ს პრეზიდენტ ბატონ ტრამპს და აშშ-ს სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს?! გაგვარკვიეთ, გაგვარკვიეთ??!! აქეთ ეს დურაქი რუსეთი, იქეთ ეს ნაგლი ბრაიზა?! მაგარ დღეში ვართ!
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli "ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ მეთიუ ბრაიზამ „ინტერპრესნიუსთან" - ასეა მოხსენიებული ეს ბრაიზა! ეს რა თანამდებობაა, ტიტულია ... თუ რაა ვერ გავიგე ნაღდად?!
3 წლის უკან
Katana . ამერიკელი ციციკორე! - ამის უკითხავადა სიზმარი ვერ გვინახია, კაცოო!..
3 წლის უკან
ლაზი რომ წერენ ყოფილიო, ე. ი. ახლა უმუშევარია ეს კაცი. სოციალურით ცხოვრობს და სხვა საქმეც არაფერი ქაქვს, მაგრამ ესენი რატომ დასდევენ მიკროფონებით ესაა საკითხავი. ცკ-ს კურატორის სინდრომია ეს. ჭკუის დამრიგებლების და საქმის გამრჩევების გარეშე ვერ ძლებენ ალბათ და იმიტომ. მაგასაც ეგ უნდა. გაერთობა მაინც.
3 წლის უკან
Maverick ეს კაცი ომამდე ტანკისტი იყო და ახლა გულბოყვით აწვება ტანკისტობას მიჰუილოს, რაცხა იმისი არ იყოს ხათრით.

რა ქნას ipn-მა დავალება ხომ უნდა შეასრულოს, აგერ მოძებნა დიდკაცი, ოღონდ ყოფილი, მარა ადრე ხომ იყო დიდი მოხელე?!

აბა ამჟამინდელ სახელმწიფო მდივნეს მოადგილესთან კა არა დამლაგებელთან არ მიასუნიებენ სენსაციების მადევარ ალისტრახო ჭურნალისტებს და ა, მოძებნეს ყოფილი!
3 წლის უკან
dima ამ ტიპს ძაან აეწვა ერთი ადგილი,ეტყობა რაღაც წილში ყავდა შხუილას ჩასმული ამ კომპანიაში,ან შხუილას დაწერილს კითხულობს ქრთამის სანაცვლოდ,რასაც ამერიკაში თურმე ლობიზმი ქვია!)))
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ეს დიდი ამბავია. ამბობენ მიხეილ სააკაშვილს ყავს დაჯილდოებული "ოქროს საწმისის მედალით" -ოოო და კიდევ..! მერე იყო აზერბაიჯანი С февраля 2011 по январь 2012 гг. — посол США в Азербайджане. В январе 2012 г. оставил дипломатическую службу после того, как Сенат отказался подтвердить его назначение на этот пост.

В настоящее время является директором Центра оборонных исследований Эстонии (Таллин).
სომხური ლობი მიაწვა და ისე მიაწვა, რომ ამერიკის კონგრესმა არ დაამტკიცა ელჩად! სომხური ლობის მოტივაცია ის იყო, რომ ბრაიზამ უარი განაცხადა ეღიარებინა ოსმალეთის იმპერიის 2015 წლის სომხების გენოციდი!
ალბათ იქ აზერბაიჯანში იმ 11 თვეში როცა ელჩის მოვალეობას ასრულებდა მოასწრო ჩახუტებიდა აზერბაიჯანული "ნექსოლის" (კომპაანია რომელიც ცდილობს "კავკასუსის ..." ხელში ჩაგდებას) ხელმძღვანელობას (შეიძლება "დავერბოვკებულიც" კი არისდა ახლა აგერ სიტყვა შეაწია!
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli კიდევ ერთხელ ამ გაიძვერა ბრაიზას შესახებ: ეს დიდი ამბავია. ამბობენ მიხეილ სააკაშვილს ყავს დაჯილდოებული "ოქროს საწმისის მედალით" -ოოო და კიდევ..! მერე იყო აზერბაიჯანი С февраля 2011 по январь 2012 гг. — посол США в Азербайджане. В январе 2012 г. оставил дипломатическую службу после того, как Сенат отказался подтвердить его назначение на этот пост.სომხური ლობი მიაწვა და ისე მიაწვა, რომ ამერიკის კონგრესმა არ დაამტკიცა ელჩად! სომხური ლობის მოტივაცია ის იყო, რომ ბრაიზამ უარი განაცხადა ეღიარებინა ოსმალეთის იმპერიის 2015 წლის სომხების გენოციდი! ხომ წარმოგიდგენიათ ეს როგორ უნდა ეღიარებინა კაცს ვინც აზერბაიჯანში (თურქეთის ვასალი). ელჩის მოვალეობას ასრულებს???!! ახვარი სომხები!
ალბათ იქ აზერბაიჯანში იმ 11 თვეში როცა ელჩის მოვალეობას ასრულებდა მოასწრო ჩახუტებიდა აზერბაიჯანული "ნექსოლის" (კომპაანია რომელიც ცდილობს "კავკასუსის ..." ხელში ჩაგდებას) ხელმძღვანელობას (დიდი ალბათობით "დავერბოვკებულიც" კი არის) და ახლა აგერ სიტყვა შეაწია! ასე ცდილობენ "მოძმე" აზერბაიჯანელები მთელი საქართველოს ყველა სტრატეგიული მიმართულებიუს ხელში ჩაგდებას!!!
3 წლის უკან