მამუკა მდინარაძე: შიდა კვლევებით, „ქართული ოცნების“ რეიტინგი 55 %-ზე გაცილებით მეტია

მამუკა მდინარაძე: შიდა კვლევებით, „ქართული ოცნების“ რეიტინგი 55 %-ზე გაცილებით მეტია

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, "ქართული ოცნების" რეიტინგი შიდაპარტიული კვლევების მიხედვით, 55 პროცენტზე „გაცილებით მეტია“.

„საერთოდ, ციფრების სიზუსტით კვლევებზე პარტიები არ საუბრობენ, რადგან ეს შიდა სამზარეულოა და მხოლოდ ზოგადად საუბრობენ. მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ჩვენი შიდაკვლევით, უფრო მაღალი შედეგი აქვს „ქართულ ოცნებას“, ვიდრე ეს იყო ბოლო Gorb- ის კვლებაში. მაშინ გახსოვთ, ჩვენი რეიტინგი იყო 55 პროცენტი. ჩვენ დარწმუნებით შეგვიძლია გითხრათ, რომ 55 პროცენტზე გაცილებით მეტი აქვს დღეს " ქართულ ოცნებას" რეიტინგი, ჩვენი შიდა კვლევებით,“- განაცხადა მდინარაძემ.