ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი, გიორგი ვაშაძე ისნის მაჟორიტარულ ოლქში კენჭს, სავარაუდოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ნომრით იყრის.
ამ ინფორმაციას „ახალი საქართველოს“ ლიდერი არც უარყოფს და არც ადასტურებს. შესაბამის კითხვაზე ვაშაძემ ასე განაცხადა: „იმის მიხედვით, როგორც ჩამოვყალიბდებით, ისე გავაგრძელებთ ბრძოლას“.
მისივე თქმით, ოპოზიციის გამარჯვების შანსი მრავალფეროვან ერთიანობაშია.
„პროპორციულ ნაწილზე დავსხდებით და ვისაუბრეთ. ჩვენი სტრატეგიაა, რომ აუცილებლად დასახელდეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ჩრდილოვანი კაბინეტი, უნდა გავუხსნათ გზა ახალი თაობის პროფესიონალებს და აქედან გამომდინარე მივიღოთ გადაწყვეტილებები. მთავარი ჩემთვის დიდი ერთიანობაა“, - აღნიშნა ვაშაძემ, რომელსაც ჯერ ისევ არ გადაუწყვეტია, რა ფორმით მიიღებს მისი პარტია არჩევნებში მონაწილეობას.