ირაკლი კობახიძე: სამწუხაროდ, ოპოზიციური პარტიები საარჩევნო პროცესს ხშირად სათანადო პასუხისმგებლობით არ ეკიდებიან

ირაკლი კობახიძე: სამწუხაროდ, ოპოზიციური პარტიები საარჩევნო პროცესს ხშირად სათანადო პასუხისმგებლობით არ ეკიდებიან

სამწუხაროდ, ოპოზიციური პარტიები ხშირად არ ეკიდებიან ხოლმე სათანადო პასუხისმგებლობით წინასაარჩევნო პროცესს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენი პასუხისმგებლობა არის, ბუნებრივია, მაქსიმალურად სამართლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა. ამისათვის ჩვენი მხრიდან აუცილებლად გაკეთდება ყველაფერი. ჩვენ, როგორც მმართველ პარტიას, ბუნებრივია, სრულად გვაქვს გაცნობიერებული ჩვენი პასუხისმგებლობა საარჩევნო პროცესის მიმართ და იმედი გვაქს, რომ ოპოზიციური პარტიებიც ასეთივე პასუხისმგებლობით მოეკიდებიან წინასაარჩევნო პროცესს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება.