პოლკოვნიკი დავით მარტიაშვილი: ,,მკვლელებმა თუ ერთხელ მოკლეს შაქარაშვილი, ტვ ,,პირველი” მას ყოველდღე კლავს”

პოლკოვნიკი დავით მარტიაშვილი: ,,მკვლელებმა თუ ერთხელ მოკლეს შაქარაშვილი, ტვ ,,პირველი” მას ყოველდღე კლავს”

ბოლო პერიოდში გახშირდა მედიის კრიტიკა იმის შესახებ, თუ რატომ აშუქებენ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეს ასე დეტალურად. არგუმენტად ოჯახის მძიმე მდგომარეობა მოჰყავთ. პოლკოვნიკი დავით მარტიაშვილი წერს:

,,ხალხო, დავიჯერო, ვერ ხვდებით, რომ მკვლელებმა თუ ერთხელ მოკლეს გიორგი შაქარაშვილი, ტვ ,,პირველი" მას ყოველდღე კლავს?

ძალიან ამაზრზენი ფაქტი მოხდა და სამართლიანად იმსახურებდა საზოგადოების მხრიდან მაღალ ინტერესს და აქტივობას, მაგრამ ეს საქმე ისევე, როგორც სხვა ყველაფერი რომ გასცდა ტრაგედიას, თუნდაც ერისას და გადაიქცა მავანთათვის სანახაობრივ სცენად, ხოლო მავანთათვის საარჩევნო პიარად, დავიჯერო, ეს არ გაშფოთებთ?

ვინმე ფიქრობს, რას განიცდის ოჯახი, რომელსაც ყოველდღე აჩვენებენ იმ ადგილს და უყვებიან წვრილმან დეტალებში, როგორ მოუკლეს ბავშვი?

სად არიან ამ ქვეყანაში ფსიქოლოგები, რომ ახსნან, რას ნიშნავს ეს?

ამის ნიადაგზე რომელიმე ოჯახის წევრის სიცოცხლე რომ გადაჰყვეს სუიციდით ან ინფარქტით, ვინ აგებს ამაზე პასუხს? არავინ! წინასწარ ვიცით ამაზე პასუხი.

ჩემთვისაც კი აუტანელი ხდება ყოველდღე მკვლელობის ადგილიდან ნებისმიერ ახალ სიტყვაზე მორიგი სანახაობების ყურება.

ვთვლი, რომ საზოგადოებრივი კონტროლი ბოლომდე უნდა განხორციელდეს ამ საქმეზე, მაგრამ არა ისე, როგოც გვარამიას უნდა. წარმომიდგენია რამხელა ფსიქოლოგიურ წნეხს განიცდის ოჯახის ნებისმიერი წევრი ამ ამორალური საარჩევნო ისტერიკის გამო.

არჩევნებამდე 4 თვეა, ვინ გაუძლებს ამას და ვის აქვს იმის გარანტია, რომ გვარამიას ფსიქოტერორს ახალი უბედურება არ მოჰყვება?

P.S. ერთი წუთით წარმოიდგინეთ, 4 თვე ერთნი ამტკიცებდნენ, რომ კარგად მუშაობენ, მეორენი კი ამის საპირისპიროს?

ჩაივლის არჩევნები და დარჩება მხოლოდ მკვლელობით გაუბედურებული და ვაი საზოგადოებისაგან დატერორებული ოჯახი.

ძალიან ვთხოვ, თუ ვინმე ფსიქოლოგია აქ, გააკეთოს კომენტარი, რა შეიძლება გამოიწვიოს ამ ყველაფერმა ოჯახის წევრებისათვის. კატასტროფა როდესაც ხდება, ოჯახის წევრებს ფსიქოლოგები ეხმარებიან ამ ტრაგედიის გადატანაში, ხოლო ჩვენთან 4 თქვე ყოველდღე მოვკლავთ იმ ბავშვს, მერე კი როგორც სხვა ყველაფერზე გავჩუმდებით და ესეც მიეცემა დავიწყებას".