საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 5-ვე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია

საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 5-ვე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია

საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან ყველა წყარო დადგენილია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა, ყველა შემთხვევა იმპორტირებულია.

„ყველა წყარო დადგენილია, ყველა არის იმპორტირებული შემთხვევა. ხუთივე პაციენტი საკარანტინო სივრცეში იმყოფება, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“,- განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ექვსი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 986 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი, 857-ს შეადგენს.