პაატა იმნაძე: მადლობა ყველა მოქალაქეს, ვინც ამ „კორონიან“ სამყაროში, თავისი ქცევით, ჩვენი ქვეყანა ოაზისად აქცია

პაატა იმნაძე: მადლობა ყველა მოქალაქეს, ვინც ამ „კორონიან“ სამყაროში, თავისი ქცევით, ჩვენი ქვეყანა ოაზისად აქცია

მადლობა ყველა მოქალაქეს, ვინც ამ „კორონიან“ სამყაროში, თავისი ქცევით ჩვენი ქვეყანა მართლა ოაზისად აქცია. ჩვენ ჩვენი საქმე გავაკეთეთ, მაგრამ ჩვენი ხალხის ბრძნული მოქმედების გარეშე არაფერი გამოვიდოდა, - წერს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

„ორი დღით ვიყავი ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში, საჩივრები იხილებოდა საგანგებო მდგომარების გამოცხადების გარშემო, ახლა ამაზე მეტს არაფერს ვიტყვი. მაგრამ, მართლა გაოცებული ვარ იმ უდიდესი სითბოსა და პატივისცემის გამო, რომელიც უამრავი უცნობი ადამიანისაგან მივიღე, ამ ორი დღის მანძილზე.

„მადლობა ყველაფრისთვის“ - ეს ის სიტყვებია, რაც სულ მესმოდა. მეც მადლობას ვუხდიდი მათ.

მადლობა ყველა მოქალაქეს, ვინც ამ „კორონიან“ სამყაროში, თავისი ქცევით ჩვენი ქვეყანა მართლა ოაზისად აქცია. ჩვენ ჩვენი საქმე გავაკეთეთ, მაგრამ ჩვენი ხალხის ბრძნული მოქმედების გარეშე არაფერი გამოვიდოდა. სამწუხაროდ, იმ თბილ და მადლიერ ადამიანებს ვერც მოვნიშნავ (სახელებიც კი არ ვიცი), ვინც მადლობას მიხდიდა. კიდევ ერთხელ მადლობა მათ“ - ვკითხულობთ პოსტში.

საქართველოში კორონავირუსი 981 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 851 უკვე გამოჯანმრთელდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოს 31 მოქალაქეა გადმოყვანილი.

კარანტინის რეჟიმში 4851 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 231.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.