„გიორგის ვინ გაეკიდა ისიც ვიცი, რამდენი იყვნენ ისიც ვიცი და ციხიდან, რომ არ გამოვახედებ ისიც ვიცი“ - რას ამბობს შაქარაშვილის ბიძა

„გიორგის ვინ გაეკიდა ისიც ვიცი, რამდენი იყვნენ ისიც ვიცი და ციხიდან, რომ არ გამოვახედებ ისიც ვიცი“ - რას ამბობს შაქარაშვილის ბიძა

გიორგი შაქარაშვილის ბიძამ დღევანდელი ბრიფინგის შემდეგ "ტვ პირველის" ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ მან ზუსტად იცის, ვინ არიან ის პირები, რომლებიც 19 წლის ფეხბურეთელს გამოეკიდნენ.

„გიორგის ვინ გაეკიდა ისიც ვიცი, რამდენი იყვნენ ისიც ვიცი და ციხიდან, რომ არ გამოვახედებ ისიც ვიცი. გიდასტურებთ, რომ გიორგის რამდენიმე ადამიანი გაეკიდა, კონკრეტულ ციფრს ვერ გეტყვით. „ტოიოტა"- დან გადმოსული ადამიანების ნაწილი ამირხანაშვილთან დარჩნენ, ნაწილი კი გიორგის გაეკიდა."- განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.