მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით უკრაინას საპროტესტო ნოტა გადაეცა

მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით უკრაინას საპროტესტო ნოტა გადაეცა

10 ივლისს, უკრაინაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, დავით ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ვასილ ბოდნართან. საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა უკრაინულ მხარეს გადასცა საპროტესტო ნოტა უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სააკაშვილის მიერ 9 ივლისს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით და გამოხატა შეშფოთება უკრაინის ოფიციალური პირის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მისამართით გაკეთებული მიუღებელი განცხადებების გამო.

შეხვედრის დროს, დავით ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ მსგავსი პროვოკაციული ნაბიჯები ზიანს აყენებს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ, სტრატეგიულ ურთიერთობებს. მხარეებმა გამოთქვეს თანამშრომლობის გაძლიერების მზადყოფნა, ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განმტკიცების მიზნით.

ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში , რომ ივანიშვილმა ქვეყანაში 90-იანი წლების კრიმინალების თარეში დააბრუნა. მისივე თქმით, ამერიკის კონგრესმა საქართველოს სანქციები დაუწესა.

ექსპრეზიდენტი ირწმუნება, რომ მისი ბრძოლა იქნება ძალიან გადამწყვეტი და იგი იქნება წინა ხაზზე. „გპირდებით, რომ მე ვიქნები თქვენთან ერთად ხელჩაკიდებული ოქტომბერში ივანიშვილის დამარცხების ფრონტზე და საქართველოს გადარჩენის ფრონტზე. ეს უკანონობა, ეს არალეგიტიმურობა უნდა დამთავრდეს“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

Maverick ყოჩაღ!

ამდენი წელია ხმის ჩახლეჩამდე გავყვირივარ(!) ვინ ოხერია უკრაინის ეს მოქალაქე საქართველოს საშინაო საქმეებში რომ ერევათქო და როგორც იქნა დაყრუებულ(?!) საგარეო საქმეთა სამინისტროს უმკურნალეს და სმენა აღუდგინეს!...
3 წლის უკან