ირაკლი ლატარია: ეს ყველაფერი არის პროფესიონალიზმი და სტანდარტები თუ როგორ ესაუბრო იმას ვისაც უჭირს და რა კითხვები უნდა დაუსვა

ირაკლი ლატარია: ეს ყველაფერი არის პროფესიონალიზმი და სტანდარტები თუ როგორ ესაუბრო იმას ვისაც უჭირს და რა კითხვები უნდა დაუსვა

112 ის ოპერატორი ბოლომდე ცდილობდა ესაუბრა ბიჭთან და არ შეეწყვიტა მაგ დროს კონტაქტი, პარალელურად კი ამ ინფოს სინქრონში აწოდებდა ეკიპაჟს, რომელიც ახორციელებდა ძებნას,- ამის შესახებ ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში წერს და გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, იაკობ ბრეგვაძის მიერ 112-ში განხორციელებული ზარის ჩანაწერს ეხმიანება, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

ლატარიას თქმით, ეს არის სტანდარტები თუ როგორ ესაუბრო იმას ვისაც უჭირს და რა კითხვები უნდა დაუსვა

,,112 ის ოპერატორმა თქვენც გაგაღიზიანათ? ალბათ ხო და რატომ იცით? იმიტომ რომ ჩვენ ახლა დაწყნარებულები, სიგრილეში ვსხედვართ და ისე ვუსმენთ ამ ყველაფერს, რეალურად კი ოპერატორი ბოლომდე ცდილობდა ესაუბრა ბიჭთან და არ შეეწყვიტა მაგ დროს კონტაქტი, პარალელურად კი ამ ინფოს სინქრონში აწოდებდა ეკიპაჟს, რომელიც ახორციელებდა ძებნას იმ ადამიანის, ვისაც ესაუბრებოდა ოპერატორი. ეს ყველაფერი არის პროფესიონალიზმი და რაც მთავარია, სტანდარტები თუ როგორ ესაუბრო იმას ვისაც უჭირს და რა კითხვები უნდა დაუსვა. დავწყნარდეთ და მხოლოდ კონდენციონერის წინ ნუ ვცდილობთ საგანგებო სიტუაციაში მყოფი ადამიანების ქმედებების შეფასებას”,- წერს ირაკლი ლატარია