„როცა ვიღაც აუპატიურებს შენს ახლობელ (ორსულ) ადამიანს მეტის ღირსია“ - დაკავებული მოჭდავის საქმის ახალი დეტალები

„როცა ვიღაც აუპატიურებს შენს ახლობელ (ორსულ) ადამიანს მეტის ღირსია“ - დაკავებული მოჭდავის საქმის ახალი დეტალები

პოლიციამ საქართველოს ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, იური ლომაძე გატაცებისა და წამების ბრალდებით დააკავა.

იური ლომაძე და მისი ძმა, ფეხბურთელი ლუკა ლომაძე რამდენიმე დღის წინ ბათუმში მომხდარ დანაშაულში მონაწილეობდნენ. მათ გარდა, დაკავებულია კიდევ სამი პირი.გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაკავებულმა პირებმა ერთ-ერთი მოქალაქე გაიტაცეს და ოზურგეთში, მიტოვებულ სახლში აწამეს.

მიზეზი, სავარაუდოდ, შურისძიება გახდა.

ნაცემი და ნაწამები პიროვნება ახლა საავადმყოფოში იმყოფება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმეა.

სოციალურ მედიაში ამ თემასთან დაკავშირებით საქმის ახალი დეტალების შესახებ იუწყებიან და მოჭიდავეს სოლიდარობას უცხადებენ.

ერთ-ერთი გვერდის „MMA Georgia" ინფორმაციით, იური ლომაძემ ეს ნაბიჯი შურისძიების მიზნით გადადგა.

„ოზურგეთელი იური ლომაძე არის ევროპისა და მსოფლიოს ვიცე ჩემპიონი ბერძნულ რომაულ ჭიდაობაში. „დააკავეს ადამიანის გატაცებისა და წამების ფაქტზე".

ჩვენმა მედიამ უკვე მონსტრად წარმოაჩინა, და ლანძღავენ, არამარტო მას, არამედ ყველა სპორტსმენს.

არავის გასჩენია კითხვა თუ რატომ მოხდა, რამ აიძულა ახალგაზრდა სპორტსმენი გადაედგა ეს ნაბიჯი, და დაენგრია თავისი კარიერა?! აღარ დავაკონკრეტებ ფაქტებს, მაგრამ, როცა ვიღაც ნაბიჭვარი ძალადობს ფიზიკურად, აუპატიურებს შენს ახლობელ ადამიანს (რომელიც არის ორსული) მეტის ღირია.

ქალის ღირსების დაცვა ვაჟკაცობაა და არა დანაშაული. მე პირადად სოლიდარობას ვუცხადებ ქართველ სპორტსმენს!"- წერია გვერდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, იური ლომაძე 72კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონია. 2020 წელს მან ევროპის ჩემპიონატზე მეორე ადგილ დაიკავა.