ლაშა არგვეთელი: სტალინი და სააკაშვილი 

ლაშა არგვეთელი: სტალინი და სააკაშვილი 

ფეისბუქ-მომხმარებელი ლაშა არგვეთელი სოციალურ ქსელში წერს:

“ვისაც მეტემფსიქოზის და რეინკარნაციის სწამს, შეიძლება წარმოიდგინოს, რომ სტალინივით 21 დეკემბერს დაბადებული მიშა სააკაშვილი მართლაც არის მისი ინკარნაცია ახალ პირობებში. ამჯერად არა მეწაღის და მრეცხავის შვილი, არამედ პროფესორსკი სინოკ (რუსული შრიფტი არ მაქვს - ლ.ა). სწავლობს არა თბილისის სასულიერო სემინარიაში, არამედ კოლუმბიის უნივერსიტეტში, ნიუ-იორკში. განაგებს არა ვეებერთელა საბჭოთა კავშირს, არამედ პატარა საქართველოს. მსოფლიო მნიშვნელოვნადაა შეცვლილი, ურთიერთდამოკიდებულია და გაცილებით მეტად გამჭვირვალე. მასშტაბური რეფორმების გატარების სურვილი, მათი განხორციელებისა და მკაცრი დისციპლინის დამყარების უნარი, ისტორიული მისიის შეგნება, ორივეს ახასიათებს. ორივესათვის აგრეთვე დამახასიათებელია ადამიანთა ცალკეული ჯგუფების ინტერესებისა და უფლებების უგულებელყოფა დასახული მიზნისკენ მიმავალ გზაზე. სტალინი სისხლიანი ტირანია. ეს ნაწილობრივ მაინც თავსებადია მის ეპოქასთან. სააკაშვილი ავტორიტარული დემოკრატი. ჩვენი რეგიონის ქვეყნისთვის ეს მიღწევაა, მითუმეტეს, როცა მისი მმართველობის დროს ხდება ძალაუფლების ლეგიტიმური გადაბარება არჩევნების გზით და იწყება ორპარტიული პოლიტიკური კულტურის ელემენტების ჩასახვა. ვნახოთ."

ზუსტად ასეთი მონდომებით აპრავებდა წითელი ინტელიგენცია სტალინსაც - თავისთავად და ბუნებრივად მორალისტი ძალადობას ვერ გაამართლებს.

"ავტორიტარული დემოკრატი" გაპრავების აქტის პროდუქტია. აქტი ჭირდება ამას. სხვაგვარად, ვერც ლექსიკური მოხერხებულობა, ვერც გადასარევი IQ, ვერც “ისტორიული მისიის შეგნება”ამას ვერ გათქმევინებს - უნდა იფიქრო, უნდა გაგიჭირდეს, უნდა გეუხერხულოს, ბოლოს უნდა გარისკო და მკითხველს აკადრო, რომ სააკაშვილის რეპრესიული სისხლი ყაყაჩოს მომხიბლავი ეფექტები ყოფილა რეალურად (?!)

საქართველოში საზოგადოების პოლიტიკური მეხსიერება არაერთგვაროვანია, შესაძლოა გრეხებით სავსე იყო და მაინც იტივტივო ავტოტიტარული დემოკრატებივით, მაგრამ გრეხი არ ქარწყლდება. ასე რომ, ძალიან მენანება გელა ჩარკვინი იმ განცხადებისთვის, რომ თურმე სააკაშვილის დამსახურება ყოფილა ძალაუფლების ლეგიტიმური გადაბარება არჩევნების გზით (?!)”

Aburjga Tasmanieli საინტერესოა ლაშა არგვეთელის IQ, დათვლადია, ესინჯება საერთოდ... არ ესინჯება...?!
დიდება სტალინს, დიდება!
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli სტალინის დაბადების თარიღია 6.12.1878 წელი!
3 წლის უკან
კ ა ხ ე ლ ი რასაკვირველია, სტალინი არ გადააბარებდა ძალაუფლებას და არც დემოკრატიული, არც ნახევრად დემოკარატიული (რაც 2012 წლის წლის არჩევნების შეგვიძლია ვუწოდოთ) არჩევნებით და მით უმეტეს, არც არჩევნების გარეშეც. განსხავება თვალსაჩინოა ამ თვალსაზრისით - სტალინი, როგორც ჯერ ბოლშევიკი და მერე - კომუნისტი, ბუნებრივია, პროლეტარისის დიქტაუტურისთვის იღვწოდა და თავშიც არ მოუვიდოდა, რომ არჩევნების "თავისუდფლება", სანამ "კლასობრივი" ბრძოლა მიმდინარეობდა, თეორიულიად მაინც დაეშვა. სააკაშვილი - სტალინისგან განსხვავებით, "დემოკრატიას", ანუ არჩევნების თავისუფლებას, ფორმლურად მაინც აღიარებდა; საბოლოო ჯამში, მან ცნო არცევნების შედეგები 2012-ში, მაგრამ ეს მისი "დემოკრატიული შეხედულებების" გამო, ბუნებრივი არ მომხდარა. საერთოდაც, სტალინის და სააკაშვილის შედარება - ეგზოტიკაა; თუ ვინმე
მაინც ადარებს ამ ორ ისტორიულ ფიგურას ერთი-მეორეს, უნდა გაითვალისწინოს: სტალინი, თითქმის გენიოსი იყო, ხოლო სააკაშვილი, ბოდიში და ყლეა!
3 წლის უკან
amo ბ-ნო ლაშა, თქვენი გზავნილის პირდაპირ ბოლო წინადადება, რომ დაგეწერათ ხომ არ სჯობდა?
3 წლის უკან
არაგველი641 -კ ა ხ ე ლ ი - ჩაგეთვალა! განსაკუთრებით ბოლო აბზაცია სრული სიმართლე!
3 წლის უკან